საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების ნახევარმცველმა, თორნიკე ოქრიაშვილმა მარიუპოლის "ილიჩევეცის” შემადგენლობაში პირველი გოლი გაიტანა. ინტერნეტ-გამოცემა ua-football-ის ცნობით, თურქეთში, შეკრებაზე მყოფმა უკრაინის პრემიერლიგის კლუბმა, საკონტროლო შეხვედრაში "მინსკი” 3:1 დაამარცხა. ოქრიაშვილი მოედანზე მეორე ტაიმში შევიდა, 79-ე წუთზე კი, მეტოქის საჯარიმოში მარჯვენა ფლანგიდან შეჭრილი, ბელარუსთა მცველმა წააქცია. არბიტრის მიერ დანიშნული პენალტი თავად ქართველმა გამოიყენა და ანგარიში 2:1 გახდა. ოქრიაშვილმა მანამდეც იაქტიურა - ერთ ეპიზოდში, მის მიერ დაახლოებით 17 მეტრიდან დარტყმული ბურთი, მინსკელთა მეკარემ ხელებში დააფიქსირა.