მთავარი » 2011 » თებერვალი » 15 » ოსასუნამ მწვრთნელი დაითხოვა
20:08 ოსასუნამ მწვრთნელი დაითხოვა |
დღეს პამპლონის ოსასუნამ მთავარი მწვრთნელის თანამდებობიდან გაათავისუფლა ხოსე ანტონიო კამაჩო.
მიმდინარე სეზონი ესპანელი სპეციალისტისათვის მესამე იყო პამპლონურ
კლუბში. ამ პერიოდის მანძილზე გუნდი რაიმე განსაკუთრებული შედეგების
მაჩვენებელი არ ყოფილა. ბოლო სეზონი კი ოსასუნასათვის საკმაოდ წარუმატებელი
გამოდგა. გუნდი 23 ტურის მერე 22 ქულით გავარდნის ზონაში იმყოფება.
აღსანიშნავია, რომ ორი კვირის წინ კამაჩოს შეგირდებმა მადრიდის რეალის
დამარცხება მოახერხეს. ესპანელმა სპეციალისტმა მოურინიოს მეორედ აჯობა.
წლების წინ ხოსე ანტონიო ბენფიკას ედგა სათავეში და სწორედ მაშინ
ლისაბონურმა კლუბმა პორტუგალიის თასზე მოურინიოს პორტუს სძლია.
|
კატეგორია: ესპანეთი |
ნანახია: 437 |
დაამატა: chicharito
| რეიტინგი: 0.0/0 |
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს [ რეგისტრაცია | შესვლა ]
|