მიუნხენის ბაიერნს მიმდინარე სეზონში პირველად შეეძლება "ოცნების
წყვილის” მოედანზე გამოყვანა, არიენ რობენიც და ფრანკ რიბერიც მზად არიან,
"ჰოფენჰაიმთან” მატჩისთვის…
"თავს ძალიან კარგად ვგრძნობ და ვფიქრობ ჰოფენჰაიმთან მატჩში
მონაწილეობას აუცილებლად მივიღებ, გულშემატკივრები მოგებას გვთხოვენ და
ისინი ამას მიიღებენ, მახარებს ფრანკის დაბრუნებაც, მასთან ერთად ბევრად
ძლიერები ვართ” – განაცხადა რობენმა
შაბათის მატჩში ბაიერნს საკმაოდ დიდი დანაკლისი მაინც ექნება,
ტრავმირებულ ტონი კროოსს, ივიცა ოლიჩს და დიეგო კონტენტოს, მარიო გომესიც
დაემატა, ჯერჯერობით უცნობია შეძლებს თუ არა ის "სოფლელების” წინააღმდეგ
თამაშს.