პიტერ პენი ფეხბურთის სამყაროში - 16 იანვარს 2011 - All For Football
მთავარი » 2011 » იანვარი » 16 » პიტერ პენი ფეხბურთის სამყაროში
02:09
პიტერ პენი ფეხბურთის სამყაროში


”მიყვარს ფეხბურთის თამაში, ვარჯიშიც ძალიან მიყვარს, აი ყურების რა მოგახსენოთ, საშინლად არ მიყვარს ყურება”
”ის – ფეხბურთის გულია, მისი სილამაზეა” – ხუანხო ბრაუ
”ის ისეთ რაღაცეებს აკეთებს ჯერ რო არავის გაუკეთებია… ის 21 საუკუნის მარადონაა” – სამუელ ეტო’ო
მორცხვი, მოუხერხებელი, პატარა ლეო მესი მთელს თავის ადრენალინს მოედნისთვის ინახავს და ალბათ სწორედ ეს არის მისი საიდუმლო. ის ახალი გენიაა მსოფლიო ფეხბურთის. ლიდერი გუნდის, გუნდის რომელმაც გაანადგურა და ქვა-ქვაზე არ დატოვა არც ერთი გუნდისგან.
როსარიოელი პატარა ბიჭი რომელიც სეზონში 100 გოლს იტანდა. დღეს იგი ”ბარსელონას” და არგენტინის ნაკრების ლიდერია, მისი გოლები ისტორიას ცვლის. თუნდაც მისი გატანილი გოლი ”ხეტაფესთან”, რომლის შემდეგაც ყველას მარადონას ლეგენდარული გოლი გაახსენდა ინგლისის ნაკრებთან.
მესი ბევრად მეტია, ვიდრე ჭკვიანი ადამიანი – ის გენიოსია. იმისთვის რომ გენიოსი იყო, საჭიროა მთელი შენი შესაძლებლობები ერთი მიმართულებით მიმართო და იმ საქმეში მთელი გულით და გონებით გადაეშვა. არ აქვს მნიშვნელობა ეს იქნება მხატვრობა, ფერწერა, ოპერა, ბალეტი, ცურვა თუ ჩოგბურთი. განსხვავება კი ის არის რომ იმისთვის რათა გახდე საუკეთესო ფეხბურთელი ბევრად ძნელია ვიდრე სხვა ნებისმიერ სფეროში. მიზეზი? უდიდესი კონკურენცია. არის ასობით ადამიანი რომელსაც სურს რომ საუკეთესო მევიოლინე იყოს, ათასობით გამოჩნდება ისეთი რომელსაც ექნება სურვილი ითამაშოს ჩოგბურთი რაფა ნადალის ნაირად ან იცუროს ისე როგორც ამას მაიკლ ფელპსი აკეთებს, თუნდაც დაწეროს რომანები ისე როგორც ამას გარსია მარკესი აკეთებდა, თუმცა მილიონობით ადამიანია რომელსაც ფეხბურთის ლეგენდობა სურს.
პროფესიონალი ფეხბურთელის ცხოვრება საშინლად მოკლეა. ამ მცირე დროში ფეხბურთელმა უნდა მოახერხოს ხალხისთვის სიამოვნების მინიჭება და მათი გულების დაპყრობა. ხალხის მასა სიამოვნებით იხდის უამრავ ფულს რათა ერთხელ მაინც შეავლოს თვალი მესის თამაშს. იმ საოცრებას ერტხელ მაინც შეხედოს რასაც მესი ბურთთან ერთად აკეთებს. მისი მოპყრობის მანერა ბურთთან, მხოლოდ ერთი სიტყვით შეიძლება აღვწეროთ – საოცრება.
ვისაც არ უნდა კითხო, ეს იქნება პოლიტიკოსი, უბრალო დამლაგებელი თუ პროფესიონალი ფეხბურთელი ყველა ერთნაირად გპასუხობს მესიზე – უფფფფფ. თვით მადრიდის ”რეალის” მთავარი მწვრთნელი ხუანდე რამოსი ვერ პოულობს სიტყვებს მესის დასახასიათებლად. სამუელ ეტო’ომ მესის თამაში იმ პერიოდს მიამსგავსა როდესაც ბავშვი მულტფილმს უყურებს და მისთვის იმ წამს შეუძლებელი არაფერია. ტიტი ანრი კი აღიარებს რომ როდესაც მესი მოედანზეა სხვა ფეხბურთელს უბრალოდ მაყურებლის როლში ყოფნა უწევს: ”როდესაც იგი მოედანზეა ყურადღებით უნდა იყო, რომ როგორც მაყურებელი არ გაერთო მისი ყურებით და არ დაგავიწყდეს რომ შენც თამაშობ ამ მატჩს”. გაბი მილიტო, რომელიც მესისთან ერთად ნაკრებშიც თამაშობს, სულ ერთი და იგივეს კითხვას უსვავს საკუტარ თავს: ”ეს როგორ გააკეთა?”.
თვით ფაბიო კაპელო, რომელსაც უამრავი კარგი ფეხბურთელი უნახავს მსოფლიო ფეხბურთში, ესეთ შედარებას აკეთებს კრისტიანო რონალდუსა და მესის შორის: ”რონალდუ უმაღლესი დონის ფეხბურთს თამაშობს, თუმცა გენია მაინც მესია.” არიენ რობენი, რომელსიც ყველაზე მეტად ეიმედებოდათ მადრიდელებს, აღიარებს რომ მისი და მესის შედარება ყველაზე დიდი სისულელეა მსოფლიო ფეხბურთში: ”ის სხვა პლანეტიდან არის, მე კი დედამიწელი ვარ”.
კიდევ ერთი არგენტინელი ლეგენდა ალფრედო დი სტეფანო აღიარებს რომ მესი მსოფლიოში ნომერ პირველია: ”იგი სულ მოძრაობაშია, იწყებს შეტევას, ამთავრებს და გაიძულებს ითამაშო შენც, ნეტავ ეს საოცრება მადრიდში თამაშობდეს”. დი სტეფანოს და პერესის ოცნება ერთმანეთს ემთხვევა, ფლორენტინომ არა ერთხელ განაცხადა რომ მესი მისი ოცნების ფეხბურთელია, რომელსაც სიამოვნებით იხილავდა ”რეალის” თეთრ მაისურში.
მართალია იგი მოედანზე ხშირად თავხედურად ატყუებს მეტოქის მცველებს და გაბითურებულებს ტოვებს, თუმცა ცხოვრებაში ძალიან მორცხვია და არასდროს არ ლაპარაკობს ბევრს. მას უამრავი ადამიანი აღმერთებს, თითონაც არ წარმოუდგენია ამ ადამიანთა ციფრი. მიუხედავად ამ ყველაფრისა იგი იმდენად მორცხვად იქცევა, თითქოს არც ესმის რეალურად რა ხდება მის გარშემო. მას არ ახასიათებს ისეთი თვისებები რითიც თავს იწონებენ სხვა ფეხბურთის ვარსკვლავები, იგი არასდროს იხატავს ტანს ათასი ტატუებით, როგორც ამას დევიდ ბექემი აკეთებს და არ იწონებს თავს ლამაზი გატანილი გოლებით, როგორც ამას კრისტიანო რონალდუ აკეთებს: ”ეს ჩემი საუკეთესო გოლი იყო, ეს იყო ფანტასტიური დარტყმა და ვკვდები ამ გოლის მეორედ ნახვის წყურვილით” – განაცხადა პორტუგალიელმა ”პორტუსთან” 40 მეტრიდან გატანილი გოლის შემდეგ.
ზუსტად ამაშია მესის გენიალურობა. იგი არასდროს უყურებს თავის გატანილ გოლებს და არასდროს არ იწონებს თავს ჟურნალისტებთან. ის არ უყურებს – ის მოქმედებს. როდესაც იგი არ იღებს რომელიმე მატჩში მონაწილეობას, იგი ყოველთვსი ჩრდილშია. აი როდესაც იგი ბურთს იღებს მოედანზე, გულშემატკივრებს ისეთი შეგრძნება უჩნდებათ, თითქოს მოედანზე მზემ გამოანათა.
ნათესავები, მეგობრები, თანაგუნდელები, მწვრთნელები რომელიც მას ბავშვობის წლებიდან იცნობენ ყოველთვსი ერთი და იგივეს იმეორებენ: ”იგი ყოველთვის განსაკუთრებული იყო სხვებისგან, წყნარი ბავშვი რომლისგანაც ზედმეტ ლაპარაკს ვერ გაიგონებდით, მოედანზე უცბად აფეთქდებოდა და სასწაულებს სჩადიოდა. თუმცა მოედნის დატოვების შემდეგ, ისევ ისეთი წყნარი და ”ურეკლამო” ადამიანი ხდებოდა”.
დღესაც ლეო აგრძელებს ისევე თამაშს, როგორც ამას ბავშვობაში აკეთებდა. თითქოს ისევ ეზოში თამაშობდეს და მის თამაშს მხოლოდ სამი-ოთხი კაცი უყურებდეს და არა მილიონები.

მესის ბებია დაწვრილებით იხსენებს ყველაფერს. ოთხ წლამდე ლეო ეზოში თამაშობდა ბურთს და სხვა გასართობი მისთვის არ არსებობდა. მისი თამაშის შემხედვარე ბებიამ (რომელიც დღემდე მარადონას დიდ ფანატად ითვლება) გადაწყვიტა ლეო პროფესიულ ფეხბურთს ეზიარებინა და როსარიოს ბავშვთა გუნდში მიიყვანა, სადაც ყველა ბავშვი მესიზე დიდი იყო ასაკით. მესი ყოველთვის პატარა იყო თავის ასაკთან შედარებით, მინი-ლიგაში თამაშისას ეს განსაკუთრებით მოხვდებოდა კაცს თვალში, თუმცა ჩია ლეო ელვის სისწრაფით გახდა ”გრანდოლინის” ლიდერი. უხეში თამაში ერთადერთი გზა იყო მის შესაჩერებლად (”ისინი ამას გაბრაზებისგან არ აკეთებდნენ, მაშინ ხომ პატარები ვიყავით” – იხსენებს ლეო ინტერვიუში), მიუხედავად უამრავი ფეხებში რტყმის, არგენტინელი ვუნდერკინდი არასდროს არ ბრაზდებოდა და ამ ფაქტს ღიმილით ხვდებოდა, ისევე როგორც ამას დღეს აკეტებს ”ბარსელონაში”.
”გრანდოლინიდან” ლიონელი ნამდვილ დიდ გუნდში ”ნიუელს ოლდ ბოისში” გადავიდა და იქ ხუთი წელი გაატარა. მისი საშუალო მაჩვენებელი სეზონში 100 გოლი (!!!) იყო. სწორედ მაშინ შეხვდა ყველაზე დიდი წინაღობა მესის. ექიმებმა დასვეს დიაგნოზი – სიმაღლეში ზრდის ჰორმონების დეფიციტი. მას ყოველდღიური ინექციები დაუნიშნეს, რომელიც უდიდეს თანხას მოითხოვდა. ეს თანხა არც სოციალური დახმარების სამსახურმა გამოყო და არც კლუბმა. ლეოს მამას, ხორხეს კი არ გააჩნდა იმის საშუალება რომ სრული კურსი ჩაეტარებინა შვილისთვის. უამრავი მცდელობის შემდეგ ჰორიზონტზე ”ბარსელონა” გამოჩნდა (2000 წლის სექტემბერში), რომელსაც საქმეში ნახვა უნდოდა პატარა გენიოსის. 13 წლის ასაკში ლეოს სინჯები უნდა გაევლო ”ბარსაში”, მის დასაკვირვებლად არგენტინას თვით კარლოს რექსაჩი ესტუმრა, რომელიც მანამდე კატალონიური გრანდის ფეხბურთელი და შემდეგ მთავარი მწვრთნელი იყო. რექსაჩს ზუსტად შვიდი წუთი დასჭირდა იმისთვის რათა ლეოს ტალანტი დაენახა. ეს იყო 2000 წლის 3 ოქტომბერი, საღამოს ხუთი საათი, როდესაც ლეო მორიგ თამაშს თამაშობდა (როგორც ყოველთვის დიდი ასაკის ფეხბურთელებთან).
”ვინ არის ეს?” – იკითხა რექსაჩმა.
”ეს ხომ მესია” – უპასუხა რამდენიმე ბავშვის მშობელმა, რომლებიც საკუთარ შვილებზე მეტად ლეოს თამაშით იყვნენ დაინტერესებულები.
”Collons, i’hem de fixtar ara mateix! (სასწრაფოდ უნდა წავიყვანოთ ”ბარსელონაში”) – ჩაილაპარაკა რექსაჩმა.
მისმა გვერდით მჯდომმა ადამიანმა კარლოს მესის სიმაღლეზე მიუთითა, რაზეც უკმეხი პასუხი მიიღო: ”მაგას ჩვენ მივხედავთ, ეს ბავშვი ჩემთან მიმყავს.”
ხორხე მესიმ რომელიც როსარიოში მეტალურგიულ ქარხანაში მუშაობდა (”სმენის” უფროსად), სასწრაფოდ მიატოვა სამსახური და შვილთან ერთად ბარსელონაში გადავიდა, რათა შვილისთვის მომავლის აწყობაში დახმარებოდა. ლეოს დედა, სელია როსარიოში დარჩა. ლეო სულ სხვა სამყაროში მოხვდა, მივიდა სკოლაში, სადაც სხვა ენაზე ლაპარაკობდნენ და მას არ ჰქონდა საშუალება, თანატოლებთან დაემყარებინა კავშირი. რამდენიმე ხანში მშობლებმა მას უკან დაბრუნება შესთავაზეს, რათა ისევ ერთად ყოფილიყვნენ. პატარა ლეოს ძალიან უჭირდა უცხო გარემოში. თუმცა 13 წლის მესიმ და მისმა მშობლებმა ერთხმად გადაწყვიტეს რომ უნდა გაეგრძელებინათ ბრძოლა და იმ დროინდელ ბრძოლისუნარიანობას და ერთიანობას დღესაც თეთრი შურით იხსენებენ ჟურნალისტები.
”ბარსელონას” ფიზიოთერაპევტი,ხუანხო ბრაუ თავიდანვე გახდა ხიდი ”ბარსელონას” და მესის შორის. ხუანხო ლეოს და მის ოჯახს კატალონიაში ჩასვლის დღიდანვე იცნობს. ბრაუ ძალიან ეხმარებოდა პატარა ლეოს, დაჰყვებოდა ყველგან და ეხმარებოდა საკუთარი თავის დამკვიდრებაში. ხუანხოს ხშირად უთქვავს, რომ მესისთან ურთიერთობა არ არის ადვილი, თუმცა კარგად გაცნობის შემთხვევაში ძნელია არ შეგიყვარდეს არგენტინელი: ”პირველივე დანახვაზე ხალხის მასა მისით მოიხიბლა, მუდამ მორიდებული ღიმილით და ჩვეული მოკვდავის ქცევით გამორჩეული ლეო, ყველა ადამიანში სიმპათიას იმსახურებდა. ის არასდროს იქცეოდა ჰოლივუდის ვარსკვლავივით და მიუხედავად უდიდესი წარმატებისა, ახლაც ზუსტად ისეთივე მესია როგორც ჩვენი პირველივე გაცნობისას. დღეს იგი მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელია და ამ წლების განმავლობაში ისევ იმ ადამიანებთან მეგობრობს ვისთანაც წლების წინ მეგობრობდა. გვერდით ყავს ოჯახის წევრები, რომლებიც მუდამ ცდილობენ ხელი შეუწყონ. არ არსებობს ადამიანი რომელიც იტყვის რომ ლეომ მას აწყენინა და არასამართლიანად მოექცა (ნუ მეტოქე გუნდის მცველებს არ ვგულისხმობ – ამატებს სიცილით ხუანხო ბრაუ). არც პირადი დაცვა ყავს და არც პირადი მძღოლი, ხშირად შეხვდებით მას ბარსელონის ქუჩებში მოსიარულეს, ან თუნდაც რომელიმე კაფეში. მუდამ ავტოგრაფებს არიგებს და სურათებს ირებს გულშემატკივრებთან ერთად, მე ხშირად მომბეზრებია ეს ყველაფერი, მიუხედავად იმისა რომ ამ ისტერიკის მონაწილე არ ვყოფილვარ, მაინც მღლის ხოლმე. ლეოს კი ერთხელაც არ დაუჩივლია, არც კი ვიცი ამდენი სიკეთეს როგორ შეიძლება იტევდეს ეს პატარა ბიჭი.”
სულ მცირე დროში ბრაუ ძალიან დაუახლოვდა მესის და დღესდღეობით მისი ოჯახის წევრად ითვლება. ისინი დღესაც განუყრელი მეგობრები არიან. მისი მესისთან გამოჩენა, ფეხბურთელის სიმშვიდის მომასწავებელია: ”მე მხოლოდ ერთი შეხედვა მინდა და უკვე ვიცი როგორ ხასიათზეა ლიონელი.” – გვიყვება ბრაუ და იქვე იმ საიდუმლოსაც გვიმხელს, რითაც მესის დაუმეგობრდა: ”მე მის აზრს, მის შინაგან სამყაროს და მის სიმშვიდეს პატივს ვცემ”.
ამ ”შინაგანი სამყაროს” და ”სიმშვიდეს” კი ძალიან დიდი ისტორია აქვს.
ლეომ პირველ ვარჯიშზევე შეიძინია ფანები თანაგუნდელებს შორის, მათ შორის ამჟამად ”არსენალის” კაპიტანი სესკ ფაბრეგასი. ”ვარჯიშებზე ის საუკეთესო იყო” – იხსენებს ბრაუ. ”ის საოცრებებს აკეთებდა, მიუხედავად იმისა რომ მოწინააღმდეგე მცველებმა იცოდნენ რა უნდა გაეკეთებინა, მაინც ვერ ართმევდნენ ბურთს. სასწაული სისწრაფის ხარჯზე, რამდენიმე მცველს უადვილესად ატყუებდა.”
ლეო უმალ იქცა გუნდის ლიდერად და ხშირად უფროსი ასაკის გუნდებშიც უწევდა თამაში. როდესაც უფროსებს სერიოზული თამაში ჰქონდათ, თითქმის ყოველთვის ათამაშებდნენ მესის, აქედან გამომდინარე ხშირად ლეოს 2 დღეში 2 მატჩის ჩატარება უწევდა. სწორედ აქედან გამოუმუშავდა მებრძოლის სული. 16 წლისამ მსოფლიო ჩემპიონატი 20 წლამდე ნაკრებებს შორის მოიგო და საუკეთესო ფეხბურთელის ტიტულიც არავის დაუთმო. 17 წლის ასაკში ”ნოუ კამპზე” ამხანაგურ მატჩში ”იუვენტუსის” წინააღმდეგ გამოვიდა. იტალიელებს მაშინ დიადი ფაბიო კაპელო წვრთნიდა, რომელსაც თამაშის მიმდინარეობისას რამდენჯერმე ამოხდა: ”ღმერთო ეს ეშმაკი ვინ არის?”.
კარლოს ბილარდომ (არგენტინის ნაკრების მწვრთნელი მარადონას თამაშის პერიოდში) გაოცებისგან განაცხადა: ”ამ ბიჭს რენტგენი რო გადაუღოთ, ფეხზე მიწებებულ მრგვალ სფეროს აღმოაჩენთ”.

აშკარაა, რომ უბურთოდ მესი სრულყოფილებას კარგავს და ისეთი შთაბეჭდილება იქმნება თითქოს სასიცოცხლოდ ძალიან მნიშვნელოვანი ორგანო მოკვეთეს. ”თუ გინდა რომ მესი ბედნიერი გახადო მას უბრალოდ ბურთი უნდა მიაწოდო. როდესაც მასთან ერთად ტრავმის შემდგომ ადაპტაციის პერიოდს გავდივართ ხოლმე, მე ყოველთვის მიმაქვს მასთან ბურთი, რადგან მის გარეშე ისე გამოიყურება, როგორც უდაბნოში მდგარი მარტოსული ხე. ბურთი მისი საუკეთესო მეგობარია. ბედნიერია როდესაც თამაშობს. თუ მას თამაშის გამოტოვება უწევს, მეორე დღეს ძალიან ნერვიულია, ბედნიერებისთვის მას ბურთი ისევე სჭირდება როგორც ყველა ადამიანს ჰაერი.” – ამბობს ხუანხო ბრაუ.
მესი და ბურთი – თევზი და წყალი. ლეოს და მრგვალი სფეროს ურთიერთაგაგებაზე ერთი ფაქტიც მეტყველებს. 2005 წელს ”ბარსელონა” აზიურ ტურნეში იყო. ის ჯერ კიდევ ახალბედა იყო მთავარ გუნდში და მთავარი მწვრთნელის გადაწყვეტილებით სათადარიგო სკამზე უწევდა ჯდომა. მის წინ პატარა კედელი იყო, რომელიც მუხლებამდე წვდებოდა (”სან სიროს” სათადარიგო სკამის მსგავსი). მთელი მატჩის განმავლობაში მესის ბურთი ფეხებში ჰქონდა და კედელს ეთამაშებოდა, მისი დაჟინებული მზერით ისეთი შთაბეჭდილება დაგრჩებოდა ადამიანს, თითქოს ეს მისი სიკვდილისგან ხსნის ერთადერთი გზა იყო, მისთვის სკამიდან თამაშის ყურება ხომ სიკვდილის ტოლფასია. ბურთი მისთვის ნარკოტიკია, რომელიც აუცილებლად უნდა მიიღოს. უზომოდ შეყვარებული ბიჭის მზერა ჰქონდა, მის წინ კი ლამაზი გოგოს ნაცვლად უბრალო ბურთი იყო. ერთ-ერთი ინტერვიუს დროს მას აზრი ჰკითხეს ბრაზილიელების საყვარელ გამოთქმაზე (”ბურთს როგორ ქალს ისე უნდა ეფერებოდა”), რაზეც ლეო უხერხულად შეიშმუშნა და გაწითლდა. არ დაეთანხმა ჟურნალისტს თუმცა არც უარყოფით მოუკლავს თავი.
2006 წელს, როდესაც ”ბარსამ” ჩემპიონთა ლიგა და პრიმერა მოიგო, მესის უკვე მყარად ჰქონდა ფეხი მოკიდებული მთავარ გუნდში. ყველას ახსოვს ”ჩელსისთან” მეოთხედფინალური მატჩი, სადაც დელ ორნოს სისხლი გაუშრო და ჭკუიდან გადაიყვანა ბასკი მცველი. თუმცა ტრავმის გამო ფინალური მატჩის გამოტოვება მოუწია. იგი ნელ-ნელა გუნდის ლიდერად ყალიბდებოდა.
მისი პირველი დიდი საოცრება სუპერკლასიკოში მოხდა. ”ბარსელონა” ”რეალთან” 2-3 აგებდა და მატჩის ბოლო წუთი იყო, კატალონიელები კაცნაკლულები თამაშობდნენ. ლეომ ბურთი საჯარიმოს სიახლოვეს მიიღო, გარშემო სულ თეთრმაისურიანი ფეხბურთელები იყვნენ. მის წინ არამარტო მცველები არამედ მადრიდელი ფორვარდებიც იდგნენ, რომლებიც ბოლო წუთის მოლოდინში იყვნენ და მათი ერთადერთი მიზანი მესისთვის ბურთის წართმევა იყო, რის შემდეგაც მატჩისც დამთავრდებოდა. ლეომ ცრუ მოძრაობით ორი ფეხბურთელი ჩამოიტოვა და საჯარიმოში შეიჭრა, სადაც მას წინ მადრიდელთა საუკეთესო მცველი სერხიო რამოსი გადაეღობა. მესიმ ესპანელი მცველი ბავშვივით გააცურა და მსოფლიოს საუკეთესო მეკარეს, კასილასს კუთხეში ისე გაუტანა რომ იკერს ერთი პროცენტი შანსიც კი არ ჰქონდა ამ ბურთის მოგერიების. ამ ყველაფერს მე დაახლოებით 2 წუთი ვყვები და მესიმ ეს ყველაფერი 5 წამში გააკეთა. ეს მისი მესამე გოლი იყო იმ საღამოს, რითიც ისტორიაში შევიდა და მილიონობით ადამიანის თვალში კერპი გახდა.
მეორე საოცრების მოლოდინში მყოფ გულშემატკივრებს ლეომ დიდხანს არ ალოდინა და ზუსტად ერთ თვეში ”ხეტაფესთან” ისეთი გოლი გაიტანა, ყველას თვალწინ დიდი დიეგო მარადონა დაუდგა. მან ბურთი საკუთარ ნახევარზე, უკიდურეს კუთხეში მიიღო და დაიძრა, თან გაიყოლა მთელი ”ხეტაფე”, საჯარიმოში ისარივით შევარდა, მეკარეც მოატყუა და საოცარი გოლი შეაგდო. ეს გოლი კოპირება იყო მარადონას მიერ გატანილი გოლის, რომელსაც დღესაც ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესო გოლად თვლიან. კიდევ ერთი გოლი რომელმაც მსოფლიო შეშალა ჭკუიდან და 5 წლის ბავშვიდან დაწყებული უხუცესებით დამთავრებული ახალი მარადონას გამოჩენაზე აალაპარა.
მესამე გაბრწყინება არ არის ისეთი გახმაურებული და შესაბამისად ბევრ ადამიანსაც არ უნახავს. 2007 წელს მან მექსიკის ნაკრებს გაუტანა კოპა ამერიკაზე. მხოლოდ ორი შეხებით დაუჯერებელი გოლი გაიტანა. პირველი შეხებით ბურთი საჯარიმოში შეიგდო, მეორე შეხებით კი ე.წ. ”პარაშუტი” დაურტყა მეკარეს, რომელიც იმ წუთას მოედანზე იყო თუ მეგობრების წრეში ბუნებაში გრილზე ხორცის ნაჭერს ატრიალებდა, თითონაც ვერ გაერკვია. ამ გოლის აღწერა შეუძლებელია, ეს უბრალოდ უნდა ნახოთ.
გადის დრო და მესი უფრო და უფრო ხშირად იტანს გოლს და არიგებს საგოლე გადაცემებს. ამ სეზონში მან 41 გოლი გაიტანა, საიდანაც 9 ჩემპიონთა ლიგაში შეაგდო და საუკეთესო ბიმბარდირი გახდა. უკვე აღარავის ეპარება ეჭვი რომ იგი დღეს მსოფლიოში საუკეთესოა. არსებობს ისეთი ხალხი ვისაც კიდევ სჯერა რომ კრისტიანო რონალდუ მას კონკურენციას გაუწევს, თუმცა კატასტროფული სისწრაფით მატულობს იმ ადამიანთა რიცხვი რომელიც თვლის რომ ლეო აჯობებს ისეთ ვირტუოზებს როგორიც იყვნენ ზინედინ ზიდანი, რონალდო (ბრაზილიელი) და რონალდინიო (როდესაც იგი პროფესიონალი იყო) და პელეს და მარადონას გაუთანაბრდება.
თავად მარადონა აღიარებს რომ მისი ნაკრების წარმატება სწორედ მესიზეა დამოკიდებული. არც თუ ისე დიდი ხნის წინ, საფრანგეთთან გამართულ მატჩში, როდესაც მესიმ გამარჯვების გოლი შეაგდო, გსახდელში ჩასული უგვირგვინო მეფე მიუტრიალდა მეგობარს და უთხრა: ”აი ნახავ, ეს ბიჭი მე მაჯობებს…”
ხორხე ვალდანო, რომელიც მარადონასთან ერთად მსოფლიო ჩემპიონი გახდა დარწმუნებულია რომ მესი მარადონას აჯობებს: ”თუ სწრაფი ფეხბურთელი ხარ, არგენტინაში ამბობენ რომ ზურგზე რაკეტა გაქვს დამაგრებული, ლეოს კი ორი რაკეტა აქვს, ერთი ზურგზე და ერთიც თავში. მას აქვს ფიქრის სისწრაფე, ფიზიკური და ტექნიკური სისწრაფე, სამი გამანადგურებელი თვისება. ის ფინტს მეტოქის მცველს ფეხებში უკეთებს. იცის რომ მეტოქეზე სწრაფია, როგორც ფეხებით ისევე აზროვნებით. თან ის ამას აკეტებს არა ბურთის ან მოწინააღმდეგის ყურებით, არამედ ჰორიზონტის დაზვერვით, როდესაც ფინტის გაკეთება დამთავრებული აქვს უკვე იცის სად იმყოფება კარები, სად თანაგუდნელი და სად მეტოქე.”
კითხვაზე შეიძლება თუ არა მესის იმ დონეზე დაყენება როგორზეც პელე და მარადონა არიან, ხორხე ვალდანო პასუხობს: ”ჩემი აზრით კი. დღეს მესი უფრო მასშტაბურია და უფრო სასიამოვნო საყურებელია ვიდრე 21 წლის მარადონა. ამ ასაკში დიეგომ ესპანეთში ჩატარებულ მსოფლიოს ჩემპიონატზე ითამაშა და დიდი ვერაფრით დაგვამახსოვრა თავი. თუმცა აღსანიშნავია ისიც რომ მარადონას ისეთ დიდ კლუბში არ უთამაშია როგორიც დღევანდელი ”ბარსელონაა”. ამ მომენტში მესი პელესთან უფრო ახლოს არის, რომელიც 1970 წელს ბრაზილიის ნაკრებში თამაშობდა და გარს უამრავი ვარსკვლავი ეხვია.”
ვალდანო არ არის ერთადერთი ვინც მესის და მარადონას ერთმანეთს ადარებს. ამ ყველაფერზე თავისი აზრი კაპელომაც გამოთქვა: ”ყველა ერას ყავს თავისი სუპერვარსკვლავი, ასეთები იყვნენ პელე და მარადონა, მესის შეუძლია ამ დეკადის მეგავარსკვლავი გახდეს”. ლეოს თანაგუნდელებიც არ იშურებენ კომპლიმენტებს პატარა გენიოსის მიმართ. აი რა განაცხადა კამერუნელმა სამუელ ეტო’ომ: ”ის სასწაულებს აკეთებს, ახალი მარადონაა. ის არის ფეხბურთელი რომელიც გვაიძულებს ვიოცნებოთ”. ფრანგმა ფორვარდმა ტიერი ანრიმ არც თუ ისე დიდი ხნის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ერთადერთი ვინც იმას აკეტებს ბურთით რასაც მესი, იყო მარადონა. ამ წინადადების წარმოთქმის შემდეგ ტიტი მიხვდა რომ მტკივნეულ ტემას შეეხო და უცბად გაჩუმდა, ღრმად ამოისუნთქა და განაგრძო: ”მგონი ეს არ უნდა მეთქვა, არ მინდა ზეწოლა მოვახდინო ლეოზე, მაგრამ ის და დიეგო ძალიან გვანან ერთმანეთს”. ყოფილი თანაგუნდელი ჯანლუკა ძამბროტა კი ამბობს რომ მესითვის სულ ერთია სად ითამაშებს ”ნოუ კამპზე თუ სადმე ეზოში”. ამასვე ადასტურებს ყოფილი მწვრთნელი ფრენკ რაიკაარდი, რომელმაც გადმოიყვანა მთავარ გუნდში ლეო: ”მისთვის საერთოდ არ აქვს მნიშვნელობა 10 კაცი უყურებს თუ 100 000 ადამიანი, მაინც ერთნაირი შემართებით თამაშობს”.
მიშელ რობინსონი რომელიც "Canal+”-ის სპორტული ჟურნალისტია და ”ოსასუნას” და ”ლივერპულის” ფეხბურთელი, ამბობს რომ მესის შეუძლია მარადონას სიმაღლემდე მიაღწიოს და აჯობოს კიდეც მას: ”თუ იგი შეინარჩუნებს ამ მოტივაციას და შემართებას, რასაც მოისურვებს იმას მიაღწევს. მისი თავმდაბლობა და მორცხვობა მას უფრო დიდებულს ხდის. ის არ არის ეგოისტი, არასდროს ათრევს ბურთს ზედმეტად. ხანდახან აქვს მომენტი როდესაც ენანება ბურთი გასაშვებად და ესეთ მომენტებში ყოველთვის მეცოდებინა მეტოქის მცველები.”
რობინსონმა ასევე შეადარა კრისტიანო რონალდუ და მესი: ”რონალდუ შესანიშნავია ფეხბურთელია, ამაზე არავინ დავობს, განსხვავება იმაშია რომ პორტუგალიელი ვარსკვლავივით იქცევა და რაც არ უნდა უთხრა ისეთ სახეს ირებს თითქოს ეგ უკვე იცოდა. ის გუნდზე თამაშობს, თუმცა უფრო მეტად საკუთარ თავზე. მესის შემთხვევაში სულ სხვანაირადაა. ლეო არასდროს არ ერთობა თავისი რეპუტაციით და მიღწევებით. ის არ ეფლირტავება სხვა კლუბებს, როგორც ამას კრისტიანო აკეთებს. მესი ამბობს რომ ”ბარსაში” ბედნიერია და არსად არ მიდის, მორჩა წერტილი.”
ისევ ხუანხო ბრაუს დავუბრუნდეთ: ”ის ჩვეულებრივი, ოჯახის ბიჭია. მას ფერარიც კი არ ჰყავს. დადის კლუბის მიერ მიცემული აუდით, არგენტინაში კი ჩვეულებრივი ჯიპით. რატომ მაინც და მაინც ფერარი? კრისტიანოს ყავს წიტელი ფერარი, უფრო სწორედ ყავდა რომელიც ცოტა ხნის წინ დაამტვრია. რონალდუ ძალიან ამაყია და ყოველი გოლის შემდეგ ისე პოზიორობს თითქოს როკ-ვარსკვლავი იყოს. კოცნის კლუბის გერბს და გულშემატკივრებს სიყვარულს ეფიცება, მეორე დღეს კი აცხადებს რომ სიამოვნებით მოსინჯავდა ესპანეთში თამაშს. ხო, რაც შეეხება თამაშს მესის არ შეუძლია 45 მეტრიდან შეაგდოს ჯარიმა, მას ამისთვის ძალა შეიძლება არც ეყოს, თუმცა იგი ამ 45 მეტრს ისეთი სისწრაფით გაირბენს ბურთიანად შეიძლება კრისტიანოს დარტყმულ ჯარიმას გაასწროს. მთავარი ძალა არა ფეხებში არამედ თავშია. როდესაც მესის თამაში არ მისდის არ იმალება და ეს ყველაფერი მოტივაციას მატებს. ამ დროს როგორ იქცევა რონალდუ? მოგებული მატჩის შემდეგ ისე გადის მოედნიდან, როგორც იმპერატორი რომელმაც კიდევ ერთი ქვეყანა დაიპყრო, ხოლო როდესაც წაგებას გრძნობს, როგორც იქცევა ყველამ ვნახეთ ჩემპიონთა ლიგის ფინალში. პუიოლს ხან ფეხი ჩაარტყა, ხან მხარი გაარტყა და ხან იდაყვი ჩაარტყა. მესისგან მსგავსი ქცევა არავის ახსოვს.სწორედ ეს არის უშიშარი ადამიანი!
თუმც, ნებისმიერი გაბედული ქცევას სჭირდება დაფიქრება, ყოველთვის უნდა დაიტოვო ერთი ნაბიჯი უკან გადასადგმელად. გმირმა არ უნდა გარისკოს გაუაზრებლად. სწორედ აქედან გამომდინარე მესი თუ მიაღწევს მარადონას და პელეს სიმაღლეს, ის მაინც დარჩება პატარა ოჯახის ბიჭად, რომლის შეხედვისას ვერ იფიქრებ რომ ამ ადამიანმა მსოფლიო დაიპყრო. მას ისეთივე ნიღაბი ექნება როგორიც პიტერ პენს, რომელიც გაურბის დღევანდელ ადამიანურ ცინიზმს და თავის სამყაროში ცხოვრობს. იმედია მას არასდროს არავინ არ გააღვიძებს და რეალობას არ დაანახებს. დარჩეს ისეთივედ როგორიც დღეს არის. მას აქვს თავისი სამყარო სადაც ის მეფეა.
კატეგორია: ესპანეთი | ნანახია: 754 | დაამატა: LiverPooLa | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 3
0  
3 LiverPooLa   (16.01.2011 14:11) [Entry]
araushavs:D nu kitxulobn:D idos egre tavistvis ras gishlit?:D:D:D:D

ვინ მოიგებს ჩემპიონთა ლიგას?
სულ პასუხები: 32
ძებნა
შესვლის ფორმა
ჩანაწერების არქივი
500
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 2
სტუმარი: 2
მომხმარებელი: 0
მთვლელები
web site analyser
რეკლამა
Block content
რეკლამა
Block content
რეკლამა