პირველი ტაიმის შემდეგ "მანკუნიანელები" ბლექპულში აგებდნენ ანგარიშით
2:0, თუმცა ჩემპიონატში პირველი მარცხის თავიდან არიდება მათ შეძლეს
დიმიტარ ბერბატოვის დუბლის წყალობით, რომელსაც უკვე 19 გატანილი გოლი
დაუგროვდა მიმდინარე ჩემპიონატში, ერთი გოლი კი მექსიკელმა ხავიერ
ერნანდესმა გაიტანა - 2:3.
"იმან, ვინც იცის ჩვენი
გუნდის ისტორია, ეს გამარჯვება არ უნდა გაუკვირდეს. ჩვენ უბრალოდ არასდროს
არ ვნებდებით. პირველი ტაიმი საშინელი გამოდგა ჩვენთვის, მაგრამ მე
ვიცოდი, რომ ჯერ ყველაფერი არ იყო დამთავრებული."
"მანჩესტერი" ლიდერობს ინგლისის ჩემპიონატში, უახსლოეს მოწინააღმდეგე "არსენალს" 5 ქულით უსწრებს.