ფერგიუსონი ხუმრობს… - 22 იანვარს 2011 - All For Football
მთავარი » 2011 » იანვარი » 22 » ფერგიუსონი ხუმრობს…
15:15
ფერგიუსონი ხუმრობს…

სერ ალექს ფერგიუსონმა "მანჩესტერსა” და "ბირმინგემს” შორის ამ უიქენდზე გასამართ შეხვედრაზე ისაუბრა და ჟურნალისტების მთავარი შეკითხვებიც, ცხადია დაცვის ხაზში არსებულ პრობლემებს ეხებოდა. როგორც მოგეხსენებათ, ტოტენჰემთან გამართულ მატჩში არბიტრმა მოედნიდან ახალგაზრდა ბრაზილიელი მცველი, რაფაელი გააძევა, რომლის შეცვლაც შოტლანდიელ სპეციალისტს თითქმის წარმოუდგენლად მიაჩნია.

"გადავწყვიტე ძირითადში რაფაელი ვათამაშო და ყველას ეგონოს, რომ ეს ფაბიოა (რაფაელის ტყუპისცალი), მათ მაინც ვერავინ არჩევს”, – იხუმრა ფერგიუსონმა.

უფრო სერიოზულ ნოტაზე საუბრისას კი სერ ალექსი აღიარებს, რომ გარი ნევილის, უეს ბრაუნის და ჯონ ოშის ტრიოდან რაფაელის შეცვლა რეალურად არცერთს არ ძალუძს, რისი მთავარი მიზეზიც ის ექსტრააქტიური თამაშია, რომელსაც აგერ უკვე რამდენი ხანია ეს 20 წლის მცველი აჩვენებს.

"ფაბიო ალბათ მართლაც ყველაზე რეალური ვარიანტია", – ამბობს ფერგი.

შეგახსენებთ, რომ გასულ წელს, "ბარნლისთან” გამართულ სათასო შეხვედრაში, როცა მანჩესტერელთა დაცვის ფლანგები სწორედ ამ ბრაზილიელ ტყუპებს ჰქონდათ ჩაბარებული, შეხვედრის არბიტრმა მართლაც დაუშვა შეცდომა და რაფაელის მაგივრად ყვითელი ბარათი ფაბიოს უჩვენა, თუმცა ეს გადაწყვეტილება შემდგომში მანჩესტერმა გაასაჩივრა და სამართლიანობაც ადგა. ვნახოთ რა იქნება ბირმინგემთან მატჩში…
ჩემი აზრით მთლიანად უსამართლოდ გააძევა მსაჯმა რაფაელი... და კიდევ მე რაფაელს და ფაბიოს ერთმანეთისგან საკმაოდ კარგად ვარჩევ
ავტორი: მე :)


კატეგორია: ინგლისი | ნანახია: 403 | დაამატა: RooneyChichaGiggsFan | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 2
0  
2 RooneyChichaGiggsFan   (23.01.2011 21:42) [Entry]
:) :D

რომელ გუნდს გულშემატკივრობთ
სულ პასუხები: 176
ძებნა
შესვლის ფორმა
ჩანაწერების არქივი
500
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
მთვლელები
web site analyser
რეკლამა
Block content
რეკლამა
Block content
რეკლამა