მიუნხენის "ბაიერნის” კაპიტანმა,ფილიპ ლამმა,დორტმუნდის "ბორუსიასთან” წაგებული მატჩის (1:3) შემდეგ მცირედი ინტერვიუ მისცა კლუბის ოფიციალურ საუტს,სადაც მან აღნიშნა,რომ ამ სამარცხვინო მარცხს არანაირი გამართლება არ აქვს.
"ჩვენი წარუმატებლობას შეუძლებელია ვინმემ გამართლება უპოვოს. შესაძლოა კლუბი გადაიღალა მილანში ჩატარებული შეხვედრის შემდეგ,თუმცა,როდესაც ასეთ პრინციპულ მეტოქეს ეთამაშები ასეთ მნიშვნელოვან თამაშს,უნდა შეძლო და სრული კონცენტრაცია უნდა გადმოიტანო ადამიანმა მოედანზე. თუმცა,ჩვენდა უნებურად,ფსიქოლოგიურმა და ფიზიკურმა გადაღლამ ფაქტია კლუბში თავი იჩინა. ჩვენ წინ არაერთი მსგავსი პრინციპული და მნიშვნელოვანი თამაში გველის,იმედს ვიტოვებ,მსგავსი მოვლენა აღარ განმეორდება”, – განაცხადა ლამმა.