მანჩესტერ "უნაიტედის” თავკაცს, ალექს ფერგიუსონს სჯერა, რომ პორტუგალიელი ნანი "ეშმაკების” ისტორიაში ერთერთ საუკეთესო ფეხბურთელად შევა…
მიუხედავად ამისა, შოტლანდიელს არ სურს შეადაროს ერთმანეთთან ნანი და რონალდუ. ამ უკანასკნელმა ბოლო სეზონი, რომელიც "ეშმაკების” შემადგენლობაში გაატარა, სულ 42 გოლი გაიტანა. ალექს მაინც ჯერა, რომ სულ მალე ნანი "უნაიტედის” თილისმა გახდება.
24 წლის ნანიმ მისი მეათე გოლი, გასულ კვირას მანჩესტერ "სიტის” კარში შეაგდო. ფერგიუსონს სჯერა, რომ პორტუგალიელს მეტი შეუძლია.
"რონალდუ არაჩვეულებრივი იყო” – განაცხადა სერ ალეაქსმა "Guardian”_თან – "თუმცა მას უფრო დიდი ხანი მოუწია განვითარება. ნანი ამას უფრო სწრაფად ახერხებს”.
"ის არის მატჩის გამარჯვებული, რომელიც ქმნის გოლებსა და საგოლე გადაცემებს. "სიტის” წინააღმდეგ მან 7 დარტყმა განახორციელა და ერტიც გაიტანა. ეს ყოველივე ძალიან ძნელია განაპირა თავდამსხმელისათვის, განსაკუთრებით დიდ თამაშებში”.
"პორტუგალიელი დღესდღეობით მწიფდება. მის დაწყებულ შეტევას ისეთი პირი აქვს თითქოს რაღაც მოხდება. თუ ამის გაკეთება შეგიძლია, მაშინ დიდი ფეხბურთელი ხარ”.