გელზენკირხენის "შალკეს” ესპანელი ფორვარდი, რაული დეკემბრის თვეში "ხუმარების” საუკეთესო მოთამაშედ აღიარეს. 33 წლის ესპანელმა ეს პრიზი გამოკითხის შედეგად მოიპოვა, რომელიც გულშემატკივართა შორის გაიმართა. სულ გამოკითხვაში მონაწილეობა მიიღო 3667-მა ქომაგმა, აქედან კი 1702 ხმა რაულს ერგო, ეს კი გამოკითხულთა 46,6% მაჩვენებელი გახლავთ. მეორე და მესამე ადგილები კი გუნდის კაპიტანმა, მანუელ ნოიერმა და ნახევარმცველმა, ჯეფერსონ ფარფანმა დაისაკუთრეს.