"შალკეს" თავდამსხმელი რაულ გონსალესი ოცნებოს,რომ "რეამლა", რომელშიც ის
16 წელი თამაშობდა გაუსწროს "ბარსელონას" ლა ლიგაში და ჩემპიონი გახდეს. "ძალიან
მსურს, რომ წელს "რეალი" პირველ ადგილზე გავიდეს ლა ლიგაში. დღეისათვის
"ბარსელონა" ლიდერობს და "რეალს" 7 ქულით უსწრებენ, რაც არც თუ ისე
ცოტაა. კატალონიელები ფანტასტიურ ფეხბურთს გვიჩვენებენ და დღეისთვის
მსოფლიოში საუკეთესოებიც არიან. "რეალი" თავისთავად ჩემს გულში რჩება: 16
წელი ერთ გუნდში, ეს ყველაფერზე მეტყველბს. ახლა მე ვარ "შალკეს"
ფეხბურთელი და მე მხოლოდ იმაზე ვარ კონცენტრირებული, რომ ამ გუნდთან ერთად
მივაღწიო წარმატებებს", - განაცხადა რაულმა AS_თან.
შეგახსენბთ, რომ რაული "შალკეში" გადავიდა "რეალიდან" უფასოდ, თAვისუფალი აგენტის სახელით 2010 წლის ზაფხულში.