გუშინდელმა შეხვედრამ "ჰამბურგს" და "შალკეს" შორის, დიდი ინტერესი
გამოიწვია არამარტო გერმანელი გულშემატკივრებისთვის, არამედ მადრიდის
"რეალის" ინჩადაც იყო დაინტერესებული ამ მატჩით.
ეს იმით იყო
გამოწვეილი, რომ ამ თამაშში მონაწილეობა "მადრიდის" ერთბაშად ხუთმა ექს
ფეხბურთელმა მიიღო მონაწილეობა: რაულმა, რუუდ ვან ნისტელროიმ, კლას-იან
ჰუნტელაარმა კრისტოფერ მეტცელდერმა და ანუელ ხურადომ.
მატჩისწინა
გათელვის დროს, კამერებმა დააფიქსირეს საუბარი რაულსა და ნისტელრიოს
შორის. ტელეარხის, Sky - ის სპეციალისტები ცდილობდნენ, ტუჩების მოძრაობით
გაეგოთ თუ რაზე საუბრობდნენ ფეხბურთელები. და აი შედეგი:
ამის შემდეგ, ორივე მოთამაშე განაგრძობდა საუბარს ჰოლანდიელი ფეხბურთელის შესაძლო დაბრუნებაზე მადრიდის "რეალში".
"ბარსელონას"
მთავარი მწვრთნელის, გუარდიოლას გუშინდელ პრესკონფერენციაზე, სთხოვეს
კომენტარი გაეკეთებინა ნისტელროის შესაძლო დაბრუნებაზე "მერენგუესში".
გუარდიოლა შეცბუნდა დაიბნა და ჟურნალისტებს კითხვის გამეორება სთხოვა.
ამის შემდეგ, გუარდიოლამ განაცხადა: "არ წამიკითხავს პრესა უკანასკნელი ამ
დღეების განმავლობაში. მაგრამ ნისტელროი ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი
საუკეთესო ფორვარდია".