როგორც ესპანური მედია იუწყება, ჟოზე მოურინიოს კვლავ სურს არგენტინელი ლუკას ბარიოსის გადაბირება, რომელიც ამჟამად "ბორუსიის" დორტმუნდის რიგებში გამოდის.
მიუხედავად იმისა, რომ არგენტინელი ფორვარდი გერმანელთა ერთ-ერთი ლიდერია, მადრიდელები მაინც შეეცდებიან მის შეძენას. რეალს" დიდი ხნით გამოემშვიდობა გონსალო იგუაინი, ხოლო სავარაუდოდ კარიმ ბენზემა მალე ისევ სათადარიგოთა სკამს დაუბრუნდება, ვინაიდან კაკას სხვა შემცლელი ვერ მოუძებნეს.
სწორედ ამიტომ, "ბლანკოსს" ესაჭიროება ფორვარდი, რომელიც გამოცდილია ყველამხრივ. ლუკასმა კი დორტმუნდის სახელით 49-ჯერ ითამაშა და 27 გოლის გატანაც მოახერხა, ეს კი ნამდვილად კარგი შედეგია. მისი სავარაუდო ფასი 20 მილიონია, რაც მადრიდელებს არ აკმაყოფილებთ.