RED DEVILS - 3 თებერვალში 2011 - All For Football
მთავარი » 2011 » თებერვალი » 3 » RED DEVILS
21:46
RED DEVILS


მანჩესტერ იუნაიტედი ასევე ცნობილია «წითელი ეშმაკუნების» (The Red Devils) სახელით. რა თქმა უნდა გვებადება კითხვა: რატომ? კლუბი სალფორდული სატანისტების მიერ ხომ არ არის შექმნილი? პასუხი - არა (თუმცა ადრე, როდესაც კლუბის ფსევდონიმი «Newton Heath» იყო, მათ ეძახდნენ «the Heathens», რაც თარგმანში კერპთთაყვანისმცემლებს ნიშნავს, ეს სახელიც არც თუ ისე რელიგიურად ჟღერს). მისი შეცვლის შემდეგ, 1902 წელს, მანჩესტერ იუნაიტედს უბარლოდ "the Reds”, ან «იუნაიტედს» უწოდებდნენ, სანამ 50–იანებში პრესამ კლუბი «ბასბის შვილებად» მონათლა. მაგრამ 1958 წელს მოხდარი მიუნხენური ტრაგედიის შემდეგ ეს სახელი უადგილო გახდა.
ადრიან 60-იანებში სალფორდული რაგბის კლუბი საფრანგეთში მოგზაურბდა და მას «წითელი ეშმაკუნები» შეარქვეს. სერ მეტ ბასბის მოეწონა ეს სიტყვათა შეთანხმება, რომელიც უფრო შემაშინებლად ჟღერდა, ვიდრე «ბასბის შვილები». მან სახალხოდ განაცხადა, რომ იმ დროიდან კლუბს «წითელ ეშმაკუნებს» უწოდებდნენ და სულ მალე კლუბის ფანების შარფებზე გამოჩნდა ემბლემა წითელი ეშმაკის გამოსახულებით. 1970 წელს კლუბის ემბლემა შეცვალეს, მასზე პატარა ეშმაკი გამოჩნდა.თავიდან კლუბის გერბად ქ. მანჩესტერის გერბი იხმარებოდა. 60–იანებში ის უკვე ამჟამინდელ გამოსახულებას დაემსგავსა, მაგრამ ეშმაკის ნაცვლად მასზე სამი დიაგონალური ყვითელი ხაზი იყო გამოსახული. აქ თქვენ შეგიძლიათ ნახოთ მანჩსტერ იუნაიტედის ემბლემის განვითარების ეტაპები.

ეშმაკიანი ემბლემა მაისურებზე პირველად 1973 წელს გაჩნდა. მას შემდეგ გერბი თითქმის არ შეცვლილა (თუმცა ყველაზე აქტიური გულშემატკივრების უკმაყოფილების გამო წარწერა «საფეხბურთო კლუბი» მოხსნეს) და ის მსოფლიოში ერთ–ერთი ყველაზე პოპულარული სავაჭრო მარკა გახდა. ეხლახან კლუბმა წარადგინა ოფიციალური თილისმა - წითელი ფრედი (Fred the Red) - გიგანტური წითელი ეშმაკი (რომელსაც თავის მხრივ აქვს მსოფლიოში პოპულარული საბავშვო პროდუქცია).

გვრჩება კითხვა: თუ იუნაიტედი მართლაც ეშმაკთან დაზავებულია, რატომ ასპარეზობენ ისინი ასეთი წარმათებით, ხოლო საუტგემპტონი და ევერტონი, რომლებსაც ინგლისურ პრემიერლიგაში ყველაზე ქრისტიანული ფსევდონიმები აქვთ არაფრისთვის არ ვარგიან? ბოლოს და ბოლოს, ღმერთს ხომ მათთვის გამართლება უნდა მიეცა. რა თქმა უნდა, მანჩესტერ იუნაიტედს ყავს საკუთარი კაპელანი ჯონ ბოიერსი. როგორც ჩანს ის კარგად ასრულებს თავის სამუშაოს, რითიც უზრუნველყოფს ბოლო წუთებზე გატანილი გოლების უდიდეს რაოდენობას...
კატეგორია: ისტორიები | ნანახია: 406 | დაამატა: chicharito | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
სექციის კატეგორიები
ესპანეთი
იტალია
გერმანია
ინგლისი
ერთგულები
ევრო თასები
საქართველო
სხვადასხვა
ჩვენი საიტი
საფეხბურთო იუმორი
მულტიმედია
საფეხბურთო პროგნოზები
ინტერვიუები
ისტორიები
ფოტოალბომები
ჩვენი გამოკითხვა
რომელ გუნდს გულშემატკივრობთ
სულ პასუხები: 176
ძებნა
შესვლის ფორმა
ჩანაწერების არქივი
500
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 24
სტუმარი: 24
მომხმარებელი: 0
მთვლელები
web site analyser
რეკლამა
Block content
რეკლამა
Block content
რეკლამა