ტრავმების შემდეგ არიენ რობენის მსგავსად
ბაიერნში ფრანკ რიბერიც ბრუნდება. ფრანგ გარემარბს ძალიან დიდი დრო
გაუცდა, რაც გუნდის შედეგებზეც ისახებოდა, თუმცა ახლა რიბერი უკვე გუნდთან
ერთად არის და ქომაგებს პირდება, რომ 2011 წელს ის ძველებურად ათამაშდება: "მიხარია,
რომ ეს პრობლემებით სავსე წელი უკვე უკან დარჩა. მე აღარ გავიმეორებ იმ
შეცდომებს, რაც 2010-ში იყო. ახლა მე ვარ ახალი ძალებითა და იმედებით,
მხოლოდ გუნდის წარმატებაზე ვფიქრობ."
"მე ბევრ რამეზე დავფიქრდი და შევიცვალე. ოჯახი იმაზე უფრო
საჭირო და მნიშვნელოვანი აღმოჩნდა ჩემთვის ვიდრე მეგონა. მაგრამ ეს იმას
არ ნიშნავს, რომ ფეხბურთს აღარ ვაქცევ ყურადღებას, ის კვლავ ჩემი
ცხოვრებაა."
"მზად ვარ დავბრუნდე და ვაჩვენო ჩემი რეალური პოტენციალი. ჯერ ყველაფერი არ დასრულებულა და წინ კიდევ ნახევარი სეზონია."-განაცხადა ფრანგმა ფეხბურთელმა Kicker-თან საუბარში.