რიკარდო კაკა:"გოლი ოჯახს მივუძღვენი" - 19 იანვარს 2011 - All For Football
მთავარი » 2011 » იანვარი » 19 » რიკარდო კაკა:"გოლი ოჯახს მივუძღვენი"
02:34
რიკარდო კაკა:"გოლი ოჯახს მივუძღვენი"
– როგორი შეგრძნება იყო "სანტიაგო ბერნაბეუს" მინდორზე დაბრუნება?

– ჩინებული, მაგრამ ცოტა დაძაბული.

– გუნდი რომ ვერ იგებდა?

– დიახ, სასურველი ანგარიში არ იყო მინდორზე და ამ დროს ჩემი შესვლა უკვე ვა–ბანკზე წასვლა იყო.

– რაულ ალბიოლმა რა გისურვათ?

– გოლი, გოლი, გოლი!

– გაიხსენეთ, ის ოცი წუთი როგორი იყო თქვენთვის?

– საერთო ჯამში მაინც კარგი, ვინაიდან მესამე გოლშიც მივიღე მონაწილეობა და მეოთხე გოლი ჩემს ანგარიშზეა. პრინციპში, რაც მომეთხოვებოდა, გავაკეთე და ჩვენმა გუნდმა სამი ქულაც მოიპოვა.

– ბოლო წუთები "რეალმა" მხოლოდ შემტევებით დაასრულა...

– ეს კარგი ხანახავი იყო. მართლაც რომ დიდი პოტენციალი აქვს გუნდს და შესაბამისად, ოთხი გოლიც ამის დასტურია.

– ვის მიუძღვენით გატანილი გოლი?

– ჩემს ოჯახს, რომელიც სტადიონზე იყო.

– იცოდით, რომ მინდორზე შეხვიდოდით?

– დიახ. ჯოზე მოურინიუმ ამის შესახებ მითხრა.

– თქვენ 15 წუთი "ხეტაფსთან" შეხვედრაშიც ითამაშეთ, მაგრამ მაშინ მთლად კარგად ვერ გაისარჯეთ...

– "ხეტაფესთან" დავბრუნდი მინდორზე. მეტოქე ძალიან აგრესიულად თამაშობდა და მატჩის დასრულებამდე ხუთი წუთით ადრე მეორე გოლიც გაგვიტანა და ამის შემდეგ ჩვენი მიზანი უკვე ანგარიშის შენარჩუნება იყო. ამ დროს ძალიან რთულია რამე ღირებული გააკეთო. ჩვენი მოვალეობა ბურთის შენარჩუნება იყო.

– როგორ შეგხვდათ გულშემატკივარი?

– თქვენც იქ არ იყავით? ოვაციებით...

– რას იტყვით რონალდუზე?

– დღეს მან მოიგო ეს შეხვედრა, ჩინებულ ფორმაშია. ახლა მისი შეჩერება არავის შეუძლია.

– "ბარსელონამ" მოახერხა...

– მიმაჩნია, რომ დღეს, "ბარსელონა" მართლაც უძლიერესია, მაგრამ ყველაფერი აქ, ამ სტადიონზე გადაწყდება. იმაშიც დარწმუნებული ვარ, "ბარსელონა" აუცილებლად წაიფორხილებს და ჩვენ ამით უნდა ვისარგებლოთ. უმჯობესი იქნება, თუ მომგებიან სიტუაციაში ჩვენ ვიქნებით და არა კატალონიელები. მათი თამაში ძალიან მომწონს.

– ის საშინელება ნახეთ?

– ვნახე და გახსენებაც არ მინდა.

– გასულ სეზონში გუნდის ძირითად შემადგენლობაში ადგილი გქონდათ დაბევებული. ახლა როგორ გაქვთ საქმე?

– ადგილს ძირითადში არავინ გაჩუქებს. ეს უნდა დაიმსახურო. სიმართლე გითხრათ, ნამდვილად არ ვიცი, რას გადაწყვეტდა ჟოზე მოურინიუ, მე რომ ჯანმრთელი ვყოფილიყავი და საწყის ტურებში ვინ დადგებოდა ძირითად შემადგენლობაში, მაგრამ მე ბრძოლისთვის მზად ვარ და დანებებას არ ვაპირებ, ჩემი შეჩერება ძნელი იქნება.



კატეგორია: ესპანეთი | ნანახია: 448 | დაამატა: LiverPooLa | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 2
0  
2 messi magaria   (19.01.2011 15:09) [Entry]
realshi ertaderti kakas miyvars da vafaseb rogor fexburtels :)

ვინ მოიგებს ჩემპიონთა ლიგას?
სულ პასუხები: 32
ძებნა
შესვლის ფორმა
ჩანაწერების არქივი
500
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 4
სტუმარი: 4
მომხმარებელი: 0
მთვლელები
web site analyser
რეკლამა
Block content
რეკლამა
Block content
რეკლამა