რიკარდუ კარვალიუ, "ლა ლიგას" ყველაზე შედეგიანი მცველი
ამ სეზონში ნამდვილად გამოირჩევა პეპე-კარვალიუს წყვილი. ისინი შესანიშნავ თამაშებს ატარებენ. რიკარდუს 3 გოლი აქვს გატანილი "ლა ლიგაში" ("ოსასუნას", "ატლეტიკოს" და "ლევანტეს" წინააღმდეგ) და ამით "პრიმერას" ყველაზე შედეგიანი მცველია. რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, ბენზემას და კარვალიუს გოლების ერთნაირი რაოდენობა აქვთ.
კარვალიუს კარიერის განმავლობაში 400 - ზე მეტი შეხვედრა აქვს ჩატარებული. ამ წელს იგი "რეალთან" ერთად "ლა ლიგაში" მხოლოდ 2 - ჯერ დამარცხდა. ლონდონის "ჩელსის" ფეხბურთელს ჟოზე მოურინიოს სქემაში უმნიშვნელოვანესი ადგილი უჭირავს და ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელია.
პორტუგალიელს სანაცვლოდ "ლოს მერენგუესმა" არისტოკრატებს 8 მილიონი ევრო გადაუხადა და სამეფო კლუბის ხელმძღვანელობა არც შემცდარა - მათ შეიძინეს მოთამაშე, რომელიც "მადრდის" ლიდერი გახდა, და ის მაღალ დონეზე თამაშობს დაცვაში, პოზიციაზე, რომელიც "ბლანკოსისთვის" წლების განმავლობაში დიდი პრობლემა იყო.