რიო ფერდინანდის კომენტარი ლივერპულის მატჩის შესახებ
„მანჩესტერ იუნაიტედის" მცველმა რიო ფერდინანდმა „ლივერპულთან" მატჩის შესახებ,კერძოდ კი დანიშნულ პენალტზე ისაუბრა და სრულებით გაამართლა მატჩის არბიტრი ჰოვარდ ვები.როგორც,იცით მატჩში ერთადერთი გოლი გავიდა,რომელიც დიმიტარ ბერბატოვის წაქცევისათვის დაინიშნა,დამნაშავე კი დანიელ აგერი იყო. „მატჩის დასრულების შემდეგ,ეს ეპიზოდი განმეორებით რამოდენიმეჯერ ვნახე და ვფიქრობ,რომ ძალიან სადავო ეპიზოდი იყო.ასეთ სიტუაციაში ყველაფერი მსაჯის გადასაწყვეტია,საბედნიეროდ მან დაუსტვინა და ჩვენ გავიმარჯვეთ."-დაპოსტა რიომ საკუთარ Twitter-ზე.