მიუნხენის "ბაიერნის" ჰოლანდიელ ვარსკვლავს, არიენ რობენს არ სურს მისმა თანამემამულემ და გუნდის კაპიტანმა, მარკ ვან ბომელმა გერმანული გრანდი დატოვოს. -იტყობინება გერმანული ტაბლოიდი Bild.
შეგახსენებთ, რომ ბომელმა გუშინ საღამოს დაადასტურა, რომ იგი იტალიურ ”მილანთან” მოლაპარაკებებს აწარმოებს და კლუბის დატოვებაც არ გამორიცხა.
რობენი: ”მე ძალიან მსურს, რომ ვან ბომელი ჩვენთან დარჩეს. არამრტო იმიტომ, რომ ის ჩემი მეგობარია. იგი კვლავ წარმოადგენს გუნდისთვის საჭირო ფიგურას. ვან ბომელი ითვლება ჩვენს კაპიტნათ და იგი დიდ გამოცდილებას ფლობს. მარკს როგორც ამ სეზონში შეუძლია ჩვენი დახმარება, ასევე მომავალშიც.” -განაცხადა არიენ რობენმა.