კრიშტიანო რონალდო კმაყოფილია იმით, რომ ჟოზე მოურინიო საუკეთესო მწვრთნელი გახდა, მაგრამ ის თვლის, რომ საუკეთესო ფეხბურთელის ნომინაციაში, იკერ კასილასი აუცილებლად უნდა ყოფილიყო... ”მე ვერ ვხვდები, თუ რის მიხედვით ადგენენ საუკეთესო ფეხბურთელს. კი, შეიძლება იკერი არ არის მინდვრის მოთამაშე, მაგრამ ის ყველაზე დიდ როლს ასრულებს გუნდის წარმატებაში. სწორედ მისი დამსახურებით მოიგო ესპანეთმა მუნდიალი. ის საუკეთესო მეკარეა”. ”ვიცოდი, რომ მოურინიო გახდებოდა საუკეთესო მწვრთნელი. მან ხომ შარშან ყველაფერი მოიგო”. ”ჟოზე შესანიშნავი მწვრთნელი და დიდებული პიროვნებაა. გახარებული ვარ, რომ სწორედ მისნაირ გენიოსთან მაქვს საქმე”. ”იმედი მაქვს, ჟოზესთან ერთად ყველაფერს მოვიგებ. ის საუკეთესოა და მე მის ვარჯიშებიდან უამრავ ახალ რაღაცას ვსწავლობ”.