ლეგენდარულმა თავდამსხმელმა, ნამდვილმა ფენომენმა, ადამიანმა, რომელიც
სამჯერ იყო წლის მსოფლიო საუკეთესო ფეხბურთალად აღიარებული კარიერის
დასრულება გადაწყვიტა. ოფიციალურად რონალდო ორშაბათიდან გავა "პენსიაში”.
ამის შესახებ თვითონ ბრაზილიელმა ლეგენდამ განაცხადა გაზეთ Estado de Sao
Paulo-სთან ინტერვიუში.
34 წლის ფეხბურთელს "კორინტიანსთან” კონტრაქტი მიმდინარე წლის ბოლომდე
აქვს გაფორმებული, თუმცა მუდმივი ტრავმების გამო მან დროზე ადრე გადაწყვიტა
ბუცების ლურსმანზე ჩამოკიდება.
"გაგრძელება აღარ შემიძლია. ძალიან მინდა კიდევ და კიდევ თამაში, მაგრამ
აღარ შემიძლია. ჩემი წასვლის დროც დადგა”. -განაცხადა "ფენომენმა”.