როგორც მოგეხსენებათ, "მანჩესტერ იუნაიტედის" ინგლისელი ფლეიმეიქერით უიენ
რუნით ესპანური "ბარსელონაა" დაინტერესებული, თუმცა მას ახალი კონკურენტი
გამოუჩნდა და ეს ახალი მეტოქე მადრიდული გრანდი "რეალია", რომელიც
რეკორდებს ამყარებს ტრანსფერების განხორციელების მხრივ.
მადრიდელებმა
"იუნაიტედს" სამი ლიდერი წაართვეს (ბექჰემი, ვან ნისტელროი და კრიშტიანუ
რონალდუ) და საინტერესოა რუნის შემთხვევაში რა მოხდება. თავად 10 ნომერს
კლუბის გამოცვლაზე საუბარიც კი არ სურს, მაგრამ "წითლები" საკმაოდ დიდ
კრიზისში იმყოფებიან და სწორედ ამიტომ, ფეხბურთელების გასხვისება ნამდვილად
არაა გამორიცხული.
"ბარსელონა" კი მსოფლიოში საუკეთესო
ფეხბურთელებითაა დაკომლექტებული, თუმცა პეპ გუარდიოლას მაინც სურს, რომ
შეიძინოს გამოცდილი და პროფესიოანლი თავდამსხმელი, ისეთი როგორიც
"ეშმაკების" ფორვარდია.
ზემოთხსენებული მოთამაშის სატრანსფერო
ღირებულება 70 მილიონს უტოლდება, მაგრამ ზაფხულში ეს საფასური უფრო მზარდი
და მაშტაბური იქნება, ვიდრე ეს ეხლა არის. ესპანური მედიის თანახმად,
ფლორენტინო პერესის ზაჰავები მოლაპარაკებებს აწარმოებენ ინგლისელებთან
რუნის თაობაზე.