ეინ რუნიმ აღიარა რომ ეს სეზონი ყველაზე ცუდი იყო მის კარიერაში, მაგრამ
იმედოვნებს რომ შესძლებს პარტნიორების დახმარებას, რათა მოიგონ ტიტულები.
თავდამსხმელი ერთ-ერთი ორგანიზატორი იყო შაბათს "უიგანთან" მიღწეული
წარმატებისა.
"უნდა ვთქვა რომ ჩემთვის ეს სეზონი ყველაზე
რთული იყო, რაც კი ოდესმე კარიერაში მქონია.მე მივიღე რამდენიმე ტრავმა და
გამოვტოვე თამაშები.მინდა დავეხმარო გუნდს უმნიშვნელოვანესი თამაშების
მოგებაში"
რუნიმ გაიტანა შესანიშნავი გოლი "სიტის" კარში, რამაც მას საკუთარი ძალების რწმენა დაუბრუნა. "
"სიტის" კარში გატანილმა გოლმა დამარწმუნა, რომ ისევ შემიძლია გოლების
გატანა და ფორმის აღდგენა.ვფიქრობ ასეთ ლამაზ გოლს დიდხანს ვეღარ გავიტან"
"მანჩესტერ
იუნაიტედს" თითქმის ცხრა წელია "სტემფორდ ბრიჯზე" არ
მოუგია.მანჩესტრერელები იმედოვნებენ, რომ ამ სამწუხარო ტრადიციას სამშაბათს
მოეღება ბოლო.