საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა წლის პირველი მატჩი გამარჯვებით დაასრულა, თემურ ქეცბის გუნდმა კვიპროსის ქალაქ ლიმასოლში სომხეთის ნაკრები ამხანაგურ შეხვედრაში 2:1 დაამარცხა.
ქართველ ფეხბურთელს გუნდის მიერ გატანილ მეორე და მესამე გოლებში მონაწილეობა არ მიუღია, თუმცა მეოთხეს ავტორად თავად მოგვევლინა და თან ისე, რომ დანიელთა სათადარიგოთა სკამის აპლოდისმენტებიც კი დაიმსახურა. ანანიძემ მეტოქის მცველს ბურთი მოედნის ცენტრში მოპარა, დაახლოებით 40 მეტრი ირბინა და მეკარესთან პირისპირ გასულმა დაბალ კუთხეში შეაგორა ბურთი.
რუსულმა გაზეთმა "სპორტ ექსპრესმა" თავის ტრადიციულ რუბრიკაში "საუბრები პარასკევს" თბილისის "დინამოს" ყოფილ ფორვარდს, 55 წლის რეზო ჩელებაძეს უმასპინძლა, რომელიც ამჟამად ჯანო ანანიძის აგენტია.
ნაკრების მთავარი მწვრთნელი თემურ ქეცბაია სამშობლოში დაბრუნდა და 9 თებერვალს სომხეთთან ამხანაგური მატჩისთვის მოსამზადებელ სამუშაოებს აქ გააგრძელებს. როგორც გავიგეთ, ქეცბაია ნაკრებში გამოძახებულთა შემადგენლობას სამ-ოთხ დღეში დაასახელებს. გავიგეთ ისიც, რომ სანაკრებო შემადგენლობაში დიდი ცვლილებები მოსალოდნელი არ არის. ნაკრებს ამჯერადაც დააკლდება გელზენკირხენის "შალკეს" ნახევარმცველი ლევან ყენია, რომელსაც გუნდთან ერთად სრული დატვირთვით ვარჯიში ჯერ არ დაუწყია. ჩვენი ინფორმაციით, სომხეთთან კვიპროსზე გასამართი ამხანაგური შეხვედრისთვის ნაკრებში 21 ფეხბურთელი იქნება გამოძახებული.
თქვენი თხოვნით მე მივმართე ლევან მჭედლიძეს თხოვნით,რომ სპეციალურად ჩვენი საიტისთვის მოეცა მას ექსკლუზიური ინტერვიუ..მას მე დავუსვი რამდენიმე საინტერესო კითხვა და საინტერესო პასუხებიც მივიღე.გთავაზობთ მთელ ინტერვიუს სრულიადში.