როგორც ვიცი,ამ საიტზე ყველა მომხმარებელი ქართველია,ყველას უყვარს საქართველო და ყველა საქართველოს ნაკრების ერთგული ქომაგია.ხოდა როგორც ნამდვილ ქომაგებს,გვაქ მოვალეობაა ამ დღეზე და ჩვენ გეგმებზე ვისაუბროთ ამ დღესთან დაკავშირეთ.
ის ჯერ მხოლოდ 19 წლისაა, იმ ასაკში, როცა ფეხბურთელთა უმეტესობა პირველ ნაბიჯებს დგამს საკუთარ პროფესიონალურ კარიერაში. ლევან ყენიამ კი მოახერხა და ჯერ 2004–2005 წლებში თბილისის "დინამოში”, შემდეგ კი 2005–2007 წლებში თბილისის "ლოკომოტივში” თამაშობდა. იგი მალე საქართველოს ნაკრების ერთ-ერთ ყველაზე პერსპექტიულ ფეხბურთელად იქცა და ბუნდესლიგის კლუბ "შალკე 04”-შიც ჩაირიცხა. ეს ალბათ მხოლოდ დასაწყისია...
ქართული ფეხბურთის ამომავალ ვარსკვლავზე, 17 წლის ჯანო ანანიძეზე, აჟიოტაჟი არ ცხრება და უნდა ითქვას, რომ ამ აჟიოტაჟით, როგორც ხშირად სჩვევიათ ქართველებს, ცოტა ნაადრევად ვკრავთ ჭერში ქუდებს. ჩვენ ორი უკიდურესობის ხალხი ვართ.
ეს თვისება ყველგან და ყველაფერში აჩრდილივით დაგვდევს, რაც ხშირად გამხდარა ჩვენი არაობიექტური და ნაჩქარევი დასკვნების საწინდარი. ანანიძის შემთხვევაში, ჯერჯერობით, მხოლოდ ერთ უკიდურესობას ვაწყდებით - ნიჭიერი ჭაბუკის უსაზღვრო ქება-დიდებასა და ცამდე აყვანას. ამ ვარსკვლავურმა ავანსებმა კი, შესაძლოა, დათვური სამსახური გაუწიოს ქართული ფეხბურთის მომავალს.
პლატონმა დიდი ხნის წინ თქვა, რომ "ყოველგვარი სიბრძნის საფუძველია მოთმინება", ხოლო პლატინიმ კი თქვა, რომ... თბილისში სტუმრად მყოფ უეფას პრეზიდენტს სიბრძნე არ უხსენებია, მაგრამ მოითმინეთო, კი გვირჩია.
როგორც მოსალოდნელი იყო, არგენტინის ეროვნული ნაკრების თბილისში სტუმრობა ჩაიშალა. ასე რომ, თითქმის გადაწყვეტილია - მესის, ტევესის, აგუეროსა და მარიასა "და კომპანიის" ნაცვლად, 9 თებერვალს საქართველოს ნაკრები სომხეთთან გამართავს ამხანაგურ შეხვედრას.
მოსკოვის "სპარტაკის” ქართველმა ნახევარმცველმა,ჯანო ანანიძემ ოფიციალურად გაახანგღლივა მოქმედი კონტრაქტი რუსულ გუნდთან.ამის შესახებ ინფორმაციას ქართული პრესის ფურცლებიდან,კერძოდ კი "პრაიმ ტაიმის” მეშვეობით ეცნობა საფეხბურთო სამყარო.18 წლის უნიჭიერესი ქართველო ფეხბურთელი ამჟამად საქართველოში იმყოფება და სამშობლოში აპირებს დასვენებას.
დღეს ფიფას ოფიციალურ საიტზე ეროვნული საფეხბურთო გუნდების მორიგი რეიტინგი გამოქვეყნდა, რომელიც უწინდელისგან დიდად არ განსხვავდება, თუმცა, ჩვენდა გასახარად, საქართველოს ნაკრებს კვლავ წინსვლა აქვს და ამჯერად 72-ე პოზიციას პოლონეთთან ერთად იკავებს.
ვინ გაიტანა ქართველ ლეგიონერთაგან ყველაზე მეტი გოლი 2010 წელს? რომელმა ჩვენებურმა მოირგო შარშან ერთბაშად სამი უცხოური კლუბის მაისურა? ვინ იყო ყველაზე სკანდალური, სტაბილური, ვისი კარიერა წავიდა აღმა და ვისი არა? - ამ და სხვა კითხვებზე ამომწურავ პასუხს ქართული ლეგიონის წლის მიმოხილვიდან მიიღებთ. ქართულ მედიაში მსგავსი პროექტი არ გვახსენდება, ამიტომაც მცირე უზუსტობებისგან დაზღვეულნი არ ვართ. საერთო ჯამში, ჩვენ ხომ ასამდე ინტერნეტ-რესურსი გამოვიყენეთ. აქვე ვიტყვით, რომ ლეგიონერების გარჯას მხოლოდ ჩემპიონატში, ქვეყნის თასსა და ევროთასებზე აღვნუსხავთ, სხვა სახის ტურნირები კი არ ჩაგვითვლია. ლეგიონერები კი, ჩვენი აზრით, ყველაზე ობიექტური პრინციპით დავახარისხეთ - უეფას საკლუბო კოეფიციენტთა ცხრილის მიხედვით. მაშ ასე, როგორი იყო 2010 წელი ქართველი ჯვაროსნებისთვის?