იტალიის ერთ-ერთ უმდაბლეს დივიზიონში გამართულ მატჩში საკმაოდ კურიოზული ვითარება შეიქმნა. კლუბ "სანკატის" ნახევარმცველი ანდრეა ბიონდი, მას შემდეგ, რაც მთავარმა არბიტრმა წითელი ბარათი უჩვენა, ეცა მსაჯს და თავისივე სასტვენის გადაყლაპვას აიძულებდა.
სომხეთისა და საქართველოს ეროვნული ნაკრებების შეხვედრამ უდიდესი ინტერესი გამოიწვია. "ჩემპიონატ.რუს" ფორუმში მატჩამდე ჩვენებიც ტრაბახობდნენ და მოკლედ რომ ვთქვათ, ეს იყო ტრადიციული ქართულ-სომხური "ცავატანემ VS გენაცვალე", ანუ "მიმინო 2" - ორივე ერისთვის დამახასიათებელი თავმომწონეობით, მრავლად იყო სასაცილო თუ კურიოზული ფრაზები.