სჯობს გვიან,ვიდრე არასდროს!!! - 19 იანვარს 2011 - All For Football
მთავარი » 2011 » იანვარი » 19 » სჯობს გვიან,ვიდრე არასდროს!!!
15:03
სჯობს გვიან,ვიდრე არასდროს!!!

ალბათ, ანტარქტიდის პინგვინთან უფრო მეტი საერთო მაქვს, ვიდრე ფეხბურთთან. მიუხედავად ამისა, აღტკინება, რომლითაც ახლა ვარ მოცული, მაიძულებს, თვალები დავხუჭო და ეს ნაბიჯი ჯიქურ გადავდგა.
ესპანეთმა მოიგო, ხალხნო!
ვისთვის ეს გამარჯვება რვაფეხას წინასწარმეტყველების დამსახურებაა (თურმე 2008 წლიდან 80% გამოუცვნია), ზოგისთვის თავგადაკლული ფანობისა, სხვებისთვის კი წაგებული გუნდის სახელით შურისძიებისა. ჩემთვის ესპანეთის მოგება ჯერ დიდი სიყვარულის, მერე დანარჩენის შედეგია.
ამ გუნდს ჯერ კიდევ 2008-ში ვგულშემატკივრობდი, რადგან:
ძალიან არ მინდოდა საკუთარ გამარჯვებაში ფანატიკურად დარწმუნებული გერმანიის დამარცხება
იმდენი ესპანური მაინც ვიცი, რომ გაქცეულ კაცს ტკბილად მოვაბრუნებ
ამ ქვეყანას ნამდვილად ჰყავს რამდენიმე "ყველა დედისთვის სანატრელი” ფეხბურთელი
ვთვლი, რომ ესპანელები ევროპის ყველაზე მოსიყვარულე ხალხია.
2010 წელი ესპანეთისთვის სპორტული გამარჯვებების წელია. რამდენიმე კვირით ადრე რაფაელ ნადალმა უიმბლდონის ჩემპიონატი მოიგო. მსოფლიო თასზეც ამ ქვეყნის გუნდს ყველაზე მეტად გაუმართლა. ისე დაემთხვა, რომ ყველაზე მეტი ზენიტში მყოფი ფეხბურთელი აღმოაჩნდა. კასილასიდან დაწყებული, ხაბი ალონსოთი დამთავრებული. თან ყველანი ისეთ ასაკში არიან, როცა არა ინერციით, არამედ ჯანით თამაშობენ. ძლიერ თინეიჯერებს ჰგვანან, რომელთაც ყველა გამარჯვება ბავშვურად, მაგრამ ვაჟკაცურად უხარიათ.
სამწუხაროდ, შემდეგ მსოფლიო ჩემპიონატზე, ანუ 4 წლის მერე, ასე, ალბათ, აღარ იქნება:

ლეგენდარული კასილასი 33 წლის ვეტერანი მეკარე იქნება, რომელზეც, ალბათ "კიდევ ფორმაშია"-ს იტყვიან

საეჭვოა, პუიოლიმ, რომელსაც იმ დროისთვის 36 წელი შეუსრულდება, საერთოდ რომ ითამაშოს

ფერნანდო ტორესი 30 წლის "ელ ნინიო" იქნება, რომელიც ნამდვილად გაიტანს მინიმუმ ორ გოლს და ასე დაასრულებს მისთვის მეოთხე მსოფლიო ჩემპიონატს

კასილიასის ტოლი დევიდ ვილიაც, ბოლოს თუ არა, ბოლოსწინა ჩემპიონატს ითამაშებს, თუმცა მასზე ახალგაზრდას უკვე აღარ იტყვიან

ხაბი ალონსო, თუ რამე არ დაემართა, სტანდარტულად მაგარი ფეხბურთელი იქნება და თუ 32-მა წელმა ვერაფერი დააკლო, თავს გამოიჩენს

დარჩება კუნთმაგარი სერხიო რამოსი, რომელსაც 28 წლის ასაკში დიდები კიდევ ერთი შანსი მიეცემა
რას ვიზამთ, ცხოვრების სილამაზეცა და ხიბლიც ხომ მის ხანმოკლეობაშია. როცა ერთი სიკეთე მთავრდება, მეორის მოლოდინში ხარ. პარალელურად ძველი სიკეთის ნათელი მოგონება სულ შენთან იქნება. ისე გამომდის, თითქოს, ესპანეთს შორეული პერსპექტივით ვუსამძიმრებდე. არა! უბრალოდ, არავინ არაფრისგანაა დაზღვეული, თორემ ძალიან მინდა, რომ 2012 წლის ევროჩემპიონატი ასევე ამ ქვეყანამ მოიგოს.
ასეც რომ არ მოხდეს, ამიერიდან ესპანეთმა დაამტკიცა, რომ სამეფო გუნდების საპატიო წევრია, რომ მასზე აღარ იტყვიან "გაუმართლაო”, რომ თამაშში, ისევე, როგორც ცხოვრებაში, საქმესთან ერთად, სიკეთეც საჭიროა. სწორედ ამიტომ ვგულშემატკივრობდი ესპანეთს ბრაზილიის გავარდნის შემდეგ. ბრაზილია ჩემი მყარი სტანდარტი იყო, რომელსაც, იდიოტი მწვრთნელის გამო, ბოლო ხანებში არ უმართლებს.
ბოლოს გეტყვით, რომ ამ თამაშის პირველ ტაიმს ფილარმონიის ფასადზე დამონტაჟებულ ვეებერთელა ეკრანზე ვუყურებდი მეგობრებთან ერთად. შესვენებაზე ჯიპას კლუბში გადავინაცვლე, სადაც ბოლომდე დავრჩი. ახდა ბიძაჩემის ნათქვამი, რომ თამაშის შედეგი ძირითად დროში არ გაირკვეოდა. მეტს აღარაფერს დავამატებ, რადგანაც ჩემი ამწამიერი ემოციების გადმოცემის ყველა მცდელობა უაზრო იქნება.
ყველა გულშემატკივარს გილოცავთ ესპანეთის ჩემპიონობას!
კატეგორია: ესპანეთი | ნანახია: 481 | დაამატა: LiverPooLa | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
სექციის კატეგორიები
ესპანეთი
იტალია
გერმანია
ინგლისი
ერთგულები
ევრო თასები
საქართველო
სხვადასხვა
ჩვენი საიტი
საფეხბურთო იუმორი
მულტიმედია
საფეხბურთო პროგნოზები
ინტერვიუები
ისტორიები
ფოტოალბომები
ჩვენი გამოკითხვა
ვინ მოიგებს ჩემპიონთა ლიგას?
სულ პასუხები: 32
ძებნა
შესვლის ფორმა
ჩანაწერების არქივი
500
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 3
სტუმარი: 3
მომხმარებელი: 0
მთვლელები
web site analyser
რეკლამა
Block content
რეკლამა
Block content
რეკლამა