მსოფლიო სპორტის ვარსკვლავების მეორე ნახევრები არანაკლები პოპულარობით სარგებლობენ. ბევრმა მათგანმა კი აღიარება მანამ მოიპოვა, სანამ ცხოვრებას სპორტის ამა თუ იმ ვარსკლავს დაუკავშირებდა. პოპულარული ჟურნალ-გაზეთების პირველი გვერდები მათ უყურადღებოდ არასდროს ტოვებენ.
ცოტა ხნის უკან "პარმას" თავდამსხმელს, ვალერი ბოჟინოვს ხმები დაუყარეს, თავის მეგობარ გოგონასთან, ნიკოლეტა ლოზონოვთან ერთად მალდივში დასვენების დროს, "შინაურული" პორნოვიდეო გადაიღოო. ატყდა ერთი ამბავი - ბულგარულ პრესაში იმასაც კი იუწყებოდნენ, რომ ვალერიმ თავისი ეროტიკული შედევრი მეგობრებს უკვე უჩვენაო...
1995/96 წლის სეზონში გიორგი ქინქლაძის მიერ "საუთჰემპტონთან" შეხვედრაში "მანჩესტერ სიტის" მაისურით გატანილი გოლი პრემიერლიგის ყველა დროის საუკეთესო გოლების თერთმეტეულში შევიდა.
„ჩელსის" მეპატრონე რომან აბრამოვიჩს ზაფხულზე კაკას ყიდვა განუზრახავს. 28 წლის ბრაზილიელის დიდი თაყვანისმცემელია ინგლისის ჩემპიონთა მწვრთნელი კარლო ანჩელოტიც. ის კაკას ძალიან კარგად იცნობს - „მილანში" მთელი 6 წლის განმავლობაში მისი ხელმძღვანელი იყო.
ბილბაოს "ატლეტიკის" ფორვარდმა ფერნანდო ლორენტემ აღიარა, რომ ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში მისი შეძენა "ლივერპულს" სურდა, თუმცა მან ბილბაოში დარჩენა არჩია.
2018 წელს მუნდიალი რუსეთში გაიმართება.ქვეყანა ,რომელსაც არად უღირს ადამიანის ფუნდამეტალური უფლებები ,ხელყოფს მეზობელი ქვეყნების საზღვრებს ,სადაც ჟურნალისტებს ქუჩაში ხოცავენ,რვა წელიწადში უდიდეს საფეხბურთო ზეიმს უმასპინძლებს.