სომხეთი უძლიერეს შემადგენლობას და სიუპრიზს გვიმზადებს - 19 იანვარს 2011 - All For Football
მთავარი » 2011 » იანვარი » 19 » სომხეთი უძლიერეს შემადგენლობას და სიუპრიზს გვიმზადებს
22:10
სომხეთი უძლიერეს შემადგენლობას და სიუპრიზს გვიმზადებს

ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი თემურ ქეცბაია სამშობლოში დაბრუნდა და 9 თებერვალს სომხეთთან ამხანაგური მატჩისთვის მოსამზადებელ სამუშაოებს აქ გააგრძელებს. როგორც გავიგეთ, ქეცბაია ნაკრებში გამოძახებულთა შემადგენლობას სამ-ოთხ დღეში დაასახელებს. გავიგეთ ისიც, რომ სანაკრებო შემადგენლობაში დიდი ცვლილებები მოსალოდნელი არ არის.
ნაკრებს ამჯერადაც დააკლდება გელზენკირხენის "შალკეს" ნახევარმცველი ლევან ყენია, რომელსაც გუნდთან ერთად სრული დატვირთვით ვარჯიში ჯერ არ დაუწყია. ჩვენი ინფორმაციით,
სომხეთთან კვიპროსზე გასამართი ამხანაგური შეხვედრისთვის ნაკრებში 21 ფეხბურთელი იქნება გამოძახებული.
როგორც ფეხბურთის ფედერაციის ტექნიკურმა დირექტორმა ნიკა ჩხეიძემ გვითხრა, მოთამაშეებს, რომლებსაც ეროვნულში გამოიძახებენ და თბილისში იქნებიან, 6 თებერვალს გაემგზავრებიან
კვიპროსზე. "ჯვაროსნები" კვიპროსზე ქალაქ ლიმასოლში დაბინავდებიან და მოსამზადებელ შეკრებას 6 თებერვალს დაიწყებენ. 9-ში კი საქართველოსა და სომხეთის ეროვნული ნაკრებების ამხანაგური მატჩი თბილისის დროით 17 საათზე დაიწყება.
ახლა ჩვენს მეტოქე სომხეთზეც ვთქვათ. მეზობლების ეროვნული გუნდის თავკაცი ვარდან მინასიანი ჩვენს ნაკრებთან მატჩისთვის უძლიერესი შემადგენლობით გეგმავს გაჯიბრებას და ამას პრესასთან საუბარშიც არ მალავს.
"საქართველოს ნაკრებთან 9 თებერვლის მატჩისთვის უძლიერეს შემადგენლობას შევკრებთ. ახლა სწორედ ამ შემადგენლობის შერჩევაზე ვმუშაობთ და ამ დღეებში სანაკრებო სია ყველასთვის ცნობილი იქნება. მართალია, ქართველებთან ამხანაგური თამაში გვაქვს, მაგრამ ეს მატჩი ჩვენთვის მნიშვნელოვანია და სანაკრებო შეკრებიდან ვერცერთ ფეხბურთელს გავათავისუფლებთ. ეს ეხება მეკარე რომან ბერეზოვსკისაც, რომელმაც წინა ამხანაგური მატჩებისას ნაკრებიდან გათავისუფლება გვთხოვა", - სომხურ ვებგვერდ Tert.am-თან საუბარში აღნიშნა ვარდან მინასიანმა, რომელიც
ეროვნულ ნაკრებთან ერთად სომხეთის ჩემპიონ ერევნის "პიუნიკის" მთავარი მწვრთნელიცაა.
აღსანიშნვია ისიც, რომ სომხები 9 თებერვლის მატჩისთვის სიურპრიზს გვიმზადებენ - მეზობლები ამსტერდამის "აიაქსის" 20 წლის შემტევ ნახევარმცველ არაზ ოზბილისთან სომხეთის ნაკრებში თამაშზე მოლაპარაკებას აწარმოებენ. ოზბილისი თურქეთშია დაბადებული და მიმდინარე სეზონში ჩემპიონატში სამი, თასზე კი ერთი მატჩი უგოლოდ ჩაატარა. როგორც ირკვევა, ოზბილისმა შარშან თავად გამოთქვა სომხეთის ეროვნულ ნაკრებში თამაშის სურვილი. ამის გამო, ზაფხულში ერევანშიც იყო ჩასული, მაგრამ რამდენიმე საჭირო დოკუმენტაცია წესრიგში არ ჰქონდა და მისი დებიუტიც ამის გამო გადაიდო.
სომხეთის ფეხბურთის ფედერაციამ "აიაქსის" ფეხბურთელთან მოლაპარაკება განაახლა და საიტ ტერტ.ამ-ის ინფორმაციით საკმაო შანსია იმისათვის, რომ არაზ ოზბილისის დებიუტი სომხეთის ეროვნულ გუნდში სწორედ ჩვენს ნაკრებთან მატჩში შედგეს.
კატეგორია: საქართველო | ნანახია: 422 | დაამატა: LiverPooLa | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
სექციის კატეგორიები
ესპანეთი
იტალია
გერმანია
ინგლისი
ერთგულები
ევრო თასები
საქართველო
სხვადასხვა
ჩვენი საიტი
საფეხბურთო იუმორი
მულტიმედია
საფეხბურთო პროგნოზები
ინტერვიუები
ისტორიები
ფოტოალბომები
ჩვენი გამოკითხვა
რომელ გუნდს გულშემატკივრობთ
სულ პასუხები: 176
ძებნა
შესვლის ფორმა
ჩანაწერების არქივი
500
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
მთვლელები
web site analyser
რეკლამა
Block content
რეკლამა
Block content
რეკლამა