სპორტული პრესა კვლავ განაგრძობს კარლოს
ტევესის სხვა კლუბში "გადაყვანას". ამჯერად არგენტინელის ბედი მის ყოფილ
კლუბ კორიანთიანს დაუკავშირეს. ტევესის აგენტი კია ჯურაბჩიანი თვლის, რომ
მისი კლიენტი არ იქნება წინააღმდეგი დაბრუნდეს იქ, სადაც მოიქცია ევროპული
გრანდების ყურადღება.
27-წლის ფორვარდით აგრეთვე ინტერესდებიან მილანის ინტერი და ბარსელონა,
თუმცა ოფიციალური წინადადება ჯერ არცერთისგან ყოფილა. ჯურაბჩიანის
სიტყვების მიხედვით კი როგორც ჩანს ტევესის შემდეგი გაჩერება კვლავ
სამხრეთ ამერიკა იქნება და არა ევროპა: "მსურს დავეხმარო კორიანთიანსს გაძლიერებაში. დარწმუნებული ვარ, რომ არც ტევესი იქნება დაბრუნების წინააღმდეგი."-აცხადებს ჯურაბჩიანი TV Gazeta-თან საუბარში.
"ჩემს გეგმებშია კიდევ სამი ფეხბურთელის დამატება
კორიანთიანსისთვის. არჩევანი ტოტენჰემელ გომესზე, მანჩესტერელ ანდერსონსა
და ვილიარეალელ ნილმარზე შევაჩერე. მინდა, რომ კორინთიანსი სამხრეთ
ამერიკის ერთ-ერთი საუკეთესო კლუბი გახდეს. ტევესის ტრანსფერს რაც
შეეხება, ფული არ წარმოადგენს პრობლემას, თანაც კარლოსს უყვარს ბრაზილია."-დაასრულა ბრაზილიური კლუბის ერთ-ერთმა თანამფლობელმა.