1979 წლის 3 ოქტომბერი...თბილისის,ბორის პაიჭაძის სახელობის სტადიონი.მიუხედავად მოღუშული და წვიმიანი ამინდისა,ტრიბუნები სავსეა - 90 000 ათასი მაყურებელი არის მოსული - ისინი დინამოს მორიგ გამარჯვებას ელიან.მწვრთნელმა მწვრთნელმა ბრძანა ბურთის თამაშში შეყვანა...პირველმა ტაიმმა მშვიდ , მაგრამ მებრძოლ და უგოლო ფრეში განვლო.და, აი მოვიდა მეორე ტაიმის 55-ე წუთიც და ვლადიმერ გუცაევმა ანგარიში გახსნა - 1-0.ცოტა უფრო გვიან - 75-ე წუთზე რამაზ შენგელიამ ისარგებლა რა იმით,რომ ლივერპულის მეკარე -რეი კლემენსი კარიდან იყო გამოსული - თავზე გადაუგდო და ... 2 - 0. მატჩის საბოლოო ანგარიში კი ალექსანდრე ჩივაძემ თერთმეტმეტრიანი ზუსტი დარტყმით დააფიქსირა - 3-0... ბევრ ჩვენგანს რომ ჰკითხო "რომელი კლუბის გულშემატკივარი ხარო" ზოგი მილანს გეტყვის,ზოგი რეალს და არავინ დინამოს... არადა სწორედ დინამოა ის კლუბი,რომელსაც ევროთასების ჯგუფიდან ისეთი კლუბები ყავს დაფრენილი,როგორებიც არიან ინტერი (1977წელი) ლივერპული (1979წელი), კარლ ცაისი(1980 წელი),ფეინოორდი(1981 წელი) და ა.შ. მაშინ ფეხბურთი მეტად უყვარდათ საქართველოში.მეტად იცნობდნენ დინამოს თითოეულ ფეხბურთელს და მეტ ყურადღებას აქცევდნენ სპორტის ამ სახეობას.მე - ამ სტატიის ავტორი - დავით ფაშალიშვილი,ვიტოვებ იმედს რომ მოვა დრო - როდესაც დინამო კვლავ ისეთი მრისხანე იქნება ნებისმიერი ევროპული გრანდისთვის,როგორც ადრე...