THE GOAT - 18 იანვარს 2011 - All For Football
მთავარი » 2011 » იანვარი » 18 » THE GOAT
23:12
THE GOAT

The Goat - თხა (პირ­და­პირ­ში), ცან­ცა­რა (გა­და­ტა­ნი­თის პირ­ვე­ლი ფა­ზა), გა­მო­უ­სა­დე­გა­რი (გა­და­ტა­ნი­თის მე­ო­რე ფა­ზა).
The Goat (იშიფ­რე­ბა) - The Greatest of All Time (ყვე­ლა დრო­ის სა­უ­კე­თე­სო).
The Goat - FIFA-ში და­იწყო ინ­გ­ლი­სუ­რი ენის სწრა­ფად შეს­წავ­ლის კურ­სე­ბი. მსურ­ვე­ლე­ბი შე­დით ამა­ვე ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის ოფი­ცი­ა­ლურ სა­იტ­ზე ან პირ­და­პირ და­რე­კეთ ნო­მერ­ზე: +41-(0)43 222 7777. ლექ­ცი­ებს კითხუ­ლობს ჟო­ზე მო­უ­რი­ნიო, იდე­ის ავ­ტო­რი ზეპ ბლა­ტე­რი, პროგ­რა­მის სპონ­სო­რე­ბი მი­ხა­ილ პრო­ხო­რო­ვი და Jay Z.
სუფ­ლი­ო­რად კრის­ტი­ან ბე­ი­ლის და­ა­მა­ტე­ბენ. მა­სა­ჟის­ტი - ჯეი ლე­ნო. მა­გა­რი ჯგუ­ფია.
Ballon d’Or ლი­ო­ნელ მე­სიმ და­ირ­ტყა. ხა­ვიმ ვერ გა­ქა­ჩა, ინი­ეს­ტა არა­პო­პუ­ლა­რუ­ლი გე­ნი­ო­სი იყო და მე­სიმ სექ­ტემ­ბ­რი­დან აკ­რი­ფა. ბრი­ფინ­გებ­ზე მორ­ცხ­ვი და მო­ე­დან­ზე მო­უს­ვე­ნა­რი პერ­სო­ნა მარ­თ­ლა მა­გა­რი ბი­ჭია. ლეო გახ­და ფეხ­ბურ­თის ის­ტო­რი­ა­ში მე­თერ­თ­მე­ტე, რო­მელ­საც ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი ჯეკ­პო­ტი, სულ მცი­რე, ორ­ჯერ აქვს მოხ­ს­ნი­ლი. მა­ნამ­დე იგი­ვე გა­ა­კე­თეს იოჰან კრუ­იფ­მა, მი­შელ პლა­ტი­ნიმ, ალ­ფ­რე­დო დი სტე­ფა­ნომ, ფრანკ ბე­კენ­ბა­უ­ერ­მა, კე­ვინ კი­გან­მა, კარლ-ჰა­ინც რუ­მე­ნი­გემ, ზი­ნე­დინ ზი­დან­მა, რო­ნალ­დი­ნი­ომ და რო­ნალ­დომ.
Ballon d’Or წელს სა­უ­კე­თე­სოს და­სა­ხე­ლე­ბა­ში FIFA-ს და­უძ­მა­კაც­და და სხვებ­ზე უკე­თე­სიც ბო­სებ­მა წელს ერ­თად აირ­ჩი­ეს. პირ­ვე­ლად. მე­სიმ ერ­თი წლის წინ მო­პო­ვე­ბუ­ლი ტი­ტუ­ლი და­იც­ვა და რო­ნალ­დოს­თან ერ­თად ყვე­ლა­ზე ახალ­გაზ­რ­დაა, ვინც ორ­ჯერ ორი­ვე ორ­გა­ნი­ზა­ცი­ამ მო­ი­წო­ნა.
გვარ­დი­ო­ლამ მე­სი ამო­ი­კითხა და ლე­ოს ჯერ მორ­ცხ­ვად ჩა­ე­ცი­ნა. ლეო სცე­ნის­კენ და­იძ­რა, მა­ნამ­დე სა­ხე­ზე ჩა­მოყ­რი­ლი თმა ორ­ჯერ გა­ის­წო­რა, ბევ­რი მი­ლოც­ვა მი­ი­ღო და სცე­ნა­ზე ავი­და. სა­უბ­რის დაწყე­ბამ­დე ოდ­ნავ ანერ­ვი­ულ­და და იმ მო­მენ­ტ­ში შორს იყო იმ ბი­ჭის­გან, ვინც უემო­ცი­ოდ ეთა­მა­შე­ბა მცვე­ლებს, ერ­თო­ბა და ფეხ­ბურ­თ­ში იუმო­რის დი­დი დო­ზა შე­აქვს. მე­სიმ იმ წუთ-ნა­ხე­ვარ­ში უფ­რო ინერ­ვი­უ­ლა, ვიდ­რე პრი­მე­რას სტარ­ტი­დან. მე­სი იმ მო­მენ­ტ­ში ჩვე­უ­ლებ­რი­ვი, 23 წლის ბი­ჭი იყო. მო­რი­დე­ბუ­ლი, ყვე­ლას­თ­ვის ად­ვი­ლად მი­საწ­ვ­დო­მი და საყ­ვა­რე­ლი.
მე­სი რე­ა­ლუ­რი გე­ნი­ო­სია. კრიშ­ტი­ა­ნო რო­ნალ­დუ­ზე რე­ა­ლუ­რი სტა­ტუ­სით და რო­ნალ­დო­ზე რე­ა­ლუ­რი ჯან­მ­რ­თე­ლო­ბით. ყვე­ლა­ზე რე­ა­ლუ­რი ნი­ჭით და პერ­ს­პექ­ტი­ვით. ყვე­ლა­ზე ახ­ლოს ტო­ნი მონ­ტა­ნას სლო­გან­თან The World is Yours (მთე­ლი სამ­ყა­რო შე­ნია).
რო­ნალ­დო ორ­ჯერ გახ­და სა­უ­კე­თე­სო და მე­რე უფ­რო ტრავ­მა­ტო­ლო­გებ­თან ძმა­კა­ცობ­და, ვიდ­რე ”ინ­ტე­რი­სა” ან ბრა­ზი­ლი­ის ნაკ­რე­ბის ხალ­ხ­თან. რო­ნალ­დი­ნიო 25 წლის გახ­და და ყვე­ლაფ­რის მუ­ღა­მი და­კარ­გა. მო­მენ­ტებ­ში ძვე­ლი კი­ჭა იყო, მაგ­რამ, ძი­რი­თა­დად, ონა­ნიზ­მ­ზე ლექ­ცი­ებს კითხუ­ლობ­და. მო­ტი­ვა­ცია ბო­ლომ­დე შე­ი­ნარ­ჩუ­ნა მარ­კო ვან ბას­ტენ­მა და და­კარ­გა ფე­ხე­ბი ანუ სა­ფეხ­ბურ­თო ფე­ხე­ბი. იტა­ლი­ა­ში ჰო­ლან­დი­ელ გე­ნი­ოს­ზე ბო­ნუ­სი­ა­ნი ნა­დი­რო­ბა გა­მოცხად­და. მარ­კომ 27 წლის ასაკ­ში და­ას­რუ­ლა კა­რი­ე­რა და ეპო­ქა. მარ­კო დი­დი იყო.
მე­სი მაგ­ნი­ტი­ვით იზი­დავს უხეშ და აგ­რე­სი­ულ მცვე­ლებს. მე­სი მაგ­ნი­ტი­ვით იზი­დავს დი­ლე­ტან­ტე­ბის ყუ­რადღე­ბას და შურს. მე­სი მაგ­ნი­ტი­ვით იზი­დავს ყვე­ლა­ფერს და ეს პრო­ცე­სი ბუ­ნებ­რი­ვი, გარ­და­უ­ვა­ლია. თუ ამ სა­უ­კუ­ნის რო­მე­ლი­მე მო­რე­ნო ტო­რი­ჩე­ლი მე­სის და­ლეწ­ვას მო­ინ­დო­მებს, მსა­ჯე­ბი ლე­ოს ვერ და­ი­ცა­ვენ. ის მცვე­ლი მი­ი­ღებს ყვი­თელ, წი­თელ ბა­რათს, რამ­დე­ნი­მე VS-ით და­ას­ვე­ნე­ბენ და მე­სი რო­მე­ლი­მე ჰოს­პიტ­ლის სა­ხე გახ­დე­ბა. უმ­ჯო­ბე­სია, ლეო ფეხ­ბურ­თის სა­ხედ დარ­ჩეს და და­ნარ­ჩენს რო­გო
Ballon d’Or 1956-ში და­ა­წე­სეს და პრი­ზი ლე­გენ­და­რულ­მა სტენ­ლი მე­თი­უზ­მა მი­ი­ღო. FIFA-ს ვერ­სი­ით სა­უ­კე­თე­სო­ე­ბის არ­ჩე­ვი­დან ცა­მეტ­ჯერ ორი­ვე ნო­მი­ნა­ცი­ას იდენ­ტუ­რი გა­მარ­ჯ­ვე­ბუ­ლი ჰყავ­და - მარ­კო ვან ბას­ტე­ნი (1992), რო­ბერ­ტო ბა­ჯო (1993), ჟორჟ ვეა (1995), რო­ნალ­დო (1997), ზი­ნე­დინ ზი­და­ნი (1998), რი­ვალ­დო (1999), რო­ნალ­დო (2002), რო­ნალ­დი­ნიო (2005), ფა­ბიო კა­ნა­ვა­რო (2006), კა­კა (2007), კრიშ­ტი­ა­ნო რო­ნალ­დუ (2008), ლეო მე­სი (2009-10).
ლა მა­სი­ა­ზე მი­იყ­ვა­ნეს პა­ტა­რა მარ­ვი, ბავ­შ­ვი, რო­მე­ლიც ბევ­რ­გან და­ი­წუ­ნეს. ”ბარ­სე­ლო­ნამ” გე­ნი­ო­სი და­ი­ტო­ვა, ლე­ოს მა­მამ შვი­ლი სა­მოთხე­ში ჩა­ა­ბა­რა და დღეს ბედ­ნი­ე­რია, რომ ლე­ოს ხერ­ხე­მა­ლი აღარ აწუ­ხებს. რომ ლეო ყა­ვარ­ჯ­ნე­ბის გა­რე­შე და­დის. რომ ლეო ფეხ­ბურ­თის მარ­ლონ ბრან­დოა. რომ ლეო მე­სია.
”ბარ­სე­ლო­ნას” ფი­ლო­სო­ფი­ა­ში იოჰან კრუ­ი­ფის ჰო­ლან­დი­უ­რი Totaalvoetbal და ეს­პა­ნუ­რი tiki-taka ოპო­ნენ­ტის­თ­ვის მი­უ­ღე­ბელ, სა­ხი­ფა­თო, ძნე­ლად გა­სა­გებ მიქსტს ქმნის. გა­მო­დის Totaaltiki-taka. სა­ინ­ტე­რე­სო კოქ­ტე­ი­ლია - ტექ­ნი­კუ­რად სრულ­ყო­ფი­ლი ტი­პე­ბი, რომ­ლე­ბიც ახა­ლი დე­კა­დის კარლ ლი­უ­ი­სე­ბი არი­ან, ერ­თი პა­სით 90 წუთს რამ­დე­ნი­მე წამ­ში ატე­ვენ, ერ­თი ”ბა­ჩო­კით” ყვე­ლა­ფერს ამ­თავ­რე­ბენ და დამ­თავ­რე­ბულს ახ­ლი­დან იწყე­ბენ. ”ბარ­სე­ლო­ნას” აკა­დე­მი­ა­ში სწო­რად აზ­როვ­ნე­ბა და ფეხ­ბურ­თის უნაკ­ლოდ თა­მა­ში ას­წავ­ლეს გვარ­დი­ო­ლას, გი­ლერ­მო ამორს, კარ­ლეს ბუს­კეტსს და სერ­ხი ბარ­ხუ­ანს. მოგ­ვი­ა­ნე­ბით გე­ნი­ო­სე­ბის მა­ნეჟ­ში ჩა­აგ­დეს ივან დე ლა პე­ნია, ხა­ვი ერ­ნან­დე­სი და კარ­ლეს პუ­ი­ო­ლი. შემ­დე­გი გე­ნე­რა­ცი­ი­დან წა­მო­ვიდ­ნენ მი­გელ არ­ტე­ტა, პე­პე რე­ი­ნა, ვიქ­ტორ ვალ­დე­სი, სესკ ფაბ­რე­გა­სი და ხე­რარდ პი­კე. ბო­ლო ბრი­გა­დი­დან ყვე­ლა­ზე გა­მორ­ჩე­უ­ლი მე­სი იყო.
ლეო უფ­რო ის კუ­ბე­ლი ჰიტ­მე­ნია, ვიდ­რე უიმე­დო მარ­ვი.
ტო­ნი მონ­ტა­ნა: ”You f..k with me, you f..kin' with the best!” იგი­ვეა მე­სიც.
”ბარ­სე­ლო­ნას” არ­გენ­ტი­ნელ კლა­სი­კოს­ზე თუ სა­უბ­რობ, წერ, ფიქ­რობ, მონ­ტა­ნას კი­დევ ერ­თი კლა­სი­კუ­რი ფრა­ზა გახ­სენ­დე­ბა - I always tell the truth. Even when I lie.
მე­სიც ტო­ნი­ვით ას­რუ­ლებს და სულ უფ­რო უძ­მა­კაც­დე­ბა სლო­განს The World is Yours.
The Goat - თხა (პირ­და­პირ­ში), ცან­ცა­რა (გა­და­ტა­ნი­თის პირ­ვე­ლი ფა­ზა), გა­მო­უ­სა­დე­გა­რი (გა­და­ტა­ნი­თის მე­ო­რე ფა­ზა) - ანუ კრის­ტი­ა­ნა რო­ნალ­დუ.
The Goat (იშიფ­რე­ბა) - The Greatest of All Time (ყვე­ლა დრო­ის სა­უ­კე­თე­სო), იგი­ვე ლეო მე­სი..
კატეგორია: ესპანეთი | ნანახია: 403 | დაამატა: LiverPooLa | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
სექციის კატეგორიები
ესპანეთი
იტალია
გერმანია
ინგლისი
ერთგულები
ევრო თასები
საქართველო
სხვადასხვა
ჩვენი საიტი
საფეხბურთო იუმორი
მულტიმედია
საფეხბურთო პროგნოზები
ინტერვიუები
ისტორიები
ფოტოალბომები
ჩვენი გამოკითხვა
რომელ გუნდს გულშემატკივრობთ
სულ პასუხები: 176
ძებნა
შესვლის ფორმა
ჩანაწერების არქივი
500
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 15
სტუმარი: 15
მომხმარებელი: 0
მთვლელები
web site analyser
რეკლამა
Block content
რეკლამა
Block content
რეკლამა