15 წლის ახალგაზრდა, გიორგი ჭანტურია, ბარსელონას ახალგაზრდულ კლუბში ჩაირიცხა.იგი 5 წლის იყო, როცა საფეხბურთო სკოლა ოლიმპში მიიყვანეს. 9–10 წელი იქ თამაშობდა. პირადი მწვრთნელების თქმით იგი მოედანზე ყოველთვის გამოირჩეოდა სწრაფი, ლამაზი და ქედმაღლური თამაშით. როდესაც იგი 14 წლის გახდა თავისი მწვრთნელიანად საფეხბურთო სკოლა "საბურთალოში” გადავიდა. ამ სკოლისა და "ბარსას” სკოლის კონტრაქტის თანახმად, ბარსას აგენტები "საბურთალოს” სკოლის ფეხბურთელებს აკვირდებოდნენ. სწორედ ასე ნახეს გიორგი ჭანტურია და 2 კვირით ბარსაში მიიყვანეს ტესტირებაზე. გიორგიმ არც იქ შეირცხვინა თავი, 4 თამაში ითამაშა, 4 გოლი გაიტანა და 2 საგოლე პასი გააკეთა. ახალგაზრდა ფეხბურთელი გუნდში უპრობლემოდ ჩარიცხეს და ახალი წლის შემდეგ ვარჯიშებს უკვე "ბარსას” ახალგაზრდულ კლუბთან ერთად აგრძელებდა. ზემოთ მოხსენიებული ფეხბურთელი საქართველოს 19 წლამდე ნაკრებშიცაა. მისი თქმით ბარსაში რამდენიმე ქართველი ფეხბურთელი უპრობლემოდ ითამაშებდა.მაგალითისთვის ჯანო ანანიძე. მართალია,ეხლა გიო გადავიდა ვიტესში,მაგრამ ვინ იცის, იქნებ ერთხელაც გიორგი დიდ "ბარსაში” ვიხილოთ. ფაბრეგასიც დაკარგა ერთ დროს ბარსამ,თუმცა ეხლა ცდილობს მის დაბრუნებას,და მოდით არც გიოს შემთხვევაში დავკარგოთ იმედები და ვუსურვოთ მას წარმატებები...