''მანჩესტერ იუნაიტედი'' 2-1 ''მანჩესტერ სიტი"
გოლები:ნანი-41,ჯეკო-65,რუნი-78
''მანჩესტერ იუნაიტედი'':ვან დერ სარი,ოში,სმოლინგი,ვიდიჩი,ევრა, ფლეტჩერი,სქოულზი(კერიკი 79),ანდერსონი(ბერბატოვი 68),ნანი,გიგზი,რუნი.
''მანჩესტერ სიტი'':ჰარტი,კამპანი,ლესკოტი,ზაბალეტა,რიჩარდსი, კოლაროვი(რაით-ფილიპსი 53),ბერი,მილნერი(ჯეკო 61),სილვა,ია ია ტურე,ტევესი.
გაფრთხილება:კამპანი 19,მილნერი 42,სქოულზი 66,გიგზი 88.
მსაჯი:ანდრე მარინერი.
''მანჩესტერ
იუნაიტედმა'' საკუთარ კედლებში არც თუ ისე ადვილად მანჩესტერულ დერბიში
თანაქალაქელ ''სიტის'' მოუგო,მას შემდეგ რაც წინა ტურში სენსაციურად
დამარცხთნენ ''ვულვზთან'' ყველა ფიქრობდა რომ ''იუნაიტედის'' თამაში
აირეოდა.რობერტო მანჩინის ბიჭები საქმეს სერიოზულად მოეკიდნენ და მეტოქის
შეწუხება პირველივე წუთიდანვე დაიწყეს,სილვამ და ტევესმა შესანიშნავი
კომბინაცია გაითამაშეს,მაგრამ ესპანელს სანტიმეტრები დააკლდა გოლის
შესაგდებად.ამ მომენტს ნანის არაფრის მომცემი შორეული დარტყმა
მოჰყვა.ფეხბურთელები ლურჯ ფორმებში შესანიშნავად აკონტროლებდნენ ბურთს
ცენტრალურ ზონაში,ძალიან კარგად იცავდნენ შანსს და რაც მთავარია ერთ პატარა
მომენტსაც კი არ აფუჭებდნენ მეტოქლის ასანერვიულებლად,ეს ყველაფერი კი
გუნდის ერთ-ერთი წამყვანი ფეხბურთელის ნაიჯელ დე-იონგის გარეშე მოხდა.სერ
ალექს ფერგიუსონის შეგირდები კი მიუხედავად იმისა,რომ მასპინძლები იყვნენ
და მატჩი მათ უნდა წაეყვანათ,ისინი უფრო მატჩის დაწყნარებას
ცდილობდნენ,''წითელ ეშმაკუნებს'' ტაიმის შუაში ეს გამოუვიდათ კიდეც რამაც
თამაში მოსაწყენი და ნელი გახადა.გიგზმა შესანიშნავად იმოქმედა მეტოქის
საჯარიმოსთან და ძალიან კარგი ჩაწოდება გამოუვიდა ფლეტჩერისაკენ,რომელმაც
ძალიან კარგადაც დაარტყმა მაგრამ კარის ცენტრში სადაც ინგლისელ მეკარებ
ბურთის აღება არ გასჭირვებია.როდესაც უკვე ტაიმი სრულდებოდა და საუბარი იყო
რომ გუნდებმა თანაბრად ითამაშეს ''იუნაიტედმა'' ანგარიში გახსნა.ვეტერანმა
გოლკიპერმა ედვინ ვან დერ სარმა თავისი საჯარიმოდან ბურთი მეტოქის
ნახევარზე მყოფ რაიან გიგზს დაასვა ამ უკანასკნელმა ნანის შესანიშნავი პასი
გაუკეთა,პორტუგალიელიც მეკარესთან პირისპირ დარჩა და გოლიც გაიტანა,მან
გოლი თავის ჩვეული ტრიუკით აღნიშნა.შესვენების შემდეგ ''მანჩესტერ სიტი''
გამოცოცხლდა და იერიშების მთელი კასკადი მოაწყო.''იუნაიტედმა'' მათ
განსაკუთრებული წინააღმდეგობა არც გაუწიეს,ისინი კონტრშეტევებით
პასუხობდნენ მეტოქეს.სერ ალექს ფერგიუსონის ბიჭების მთავარი მისია თამაშის
''გაყინვა'' და მეტოქის მოდუნება იყო,ხოლო რობერტო მანჩინის შეგირდების
მისია ''იუნაიტედის'' ნახევარზე ანარქიის დამყარება.ამ მიზნის
განსახორციელებლად იტალიელმა სპეციალისტნა მოედანზე შონ რაით ფილიპსი და
ახალწვეული ედინ ჯეკო შეუშვა.იტალიერლის მიელ განხორციელებულმა ცვლიელებამ
მალევე გაამართლა,ჯეკოს 8 წუთი დასჭირდა რომ თამაშში გარდატეხა
შეეტანა,ჯეკომ მიკა რიჩარდის პასის შემდეგ ერთი შეხებით დაარტყა
ბურთი,მაგრამ ბურთი სილვას მოხვდა და ისე შევიდა ვან დერ სარის
კარში.''მანჩესტერ სიტი'' მაინც არ აპირებდა მოშვებას და პრესინგს
განაგრძობდა,''სიტის'' ფეხბურთელები თვლიდნენ რომ მათ მიზანს
მიაღწიეს,მაგრამ ასე არ ფიქრობდა უეინ რუნი.''მანჩესტერ იუნაიტედის''
ერთ-ერთი შეტევის დროს რაც მოხდა სტადიონზე შეკრებილ საზოგადოებას არასდროს
არ დაავიწყდება.გასაოცარი,საოცარი,შესანიშნავი!!!თუ ნანიმ თავისი გოლი
მალაყის გაკეთებით აღნიშნა,უეინ რუნის გოლის გატანაში აკრობატიკა
დაეხმარა.ლუიშ ნანიმ ფლანგიდან უეინ რუნისკენ ჩააწოდა,მაგრამ ცოტა ზედმეტი
მოუვიდა,ამის მოუხედავად რუნი ბურთი ჰაერიდან ''მაკრატელათი'' მთელი ძალით
დაარტყა და ცხრიანში შეაგდო,ეს გოლი ყველას უნდა ენახა.რუნის გოლი
''სიტისათვის'' ძლიერი დარტყმა იყო,რადგან გუნდი მთელი მატჩის განმავლობაში
ინიციატივა მათ ხელებში იყო,პასუხი კი გაშვებული გოლი.რობერტო მანჩინის
გუნდმა ძალიან კარგი შთაბეჭდილება დატოვა და დაამტკიცა რომ ''იუნაიტედს''
არაფრით არ ჩამოუვარდება,ბოლო წლებში მაინც.
|