''ცავატანემ VS გენაცვალე'' - 12 თებერვალში 2011 - All For Football
მთავარი » 2011 » თებერვალი » 12 » ''ცავატანემ VS გენაცვალე''
00:05
''ცავატანემ VS გენაცვალე''


სომხეთისა და საქართველოს ეროვნული ნაკრებების შეხვედრამ უდიდესი ინტერესი გამოიწვია. "ჩემპიონატ.რუს" ფორუმში მატჩამდე ჩვენებიც ტრაბახობდნენ და მოკლედ რომ ვთქვათ, ეს იყო ტრადიციული ქართულ-სომხური "ცავატანემ VS გენაცვალე", ანუ "მიმინო 2" - ორივე ერისთვის დამახასიათებელი თავმომწონეობით, მრავლად იყო სასაცილო თუ კურიოზული ფრაზები.
თავიდან განსაკუთრებით იმედიანად სომეხი გულშემატკივრები იყვნენ, რადგან ევრო 2012-ის შესარჩევ ჯგუფში მესამე ადგილზე არიან, სლოვაკეთთან მოგებით და სტუმრად მაკედონიასთან ფრემ მათში დიდი იმედი გააღვიძა, ევროპის ჩემპიონატის ფინალში გასვლაზე ოცნებობენ და პროგნოზებშიც ისეთ გასაოცარ ანგარიშებს ასახელებდნენ, იფიქრებ, იტალია-საფრანგეთ-ესპანეთის დონის ნაკრები ჰყავთ. და წავიდა...
ვფიქრობ, ეს ფორუმი კარგად ასახავს გულშემატკივართა ემოციებს და სუბიექტივიზმს, შევხედოთ ამ ყველაფერს იუმორით და კარგად გავერთობით ქართველებიც და ჩვენი მეგობარი სომხებიც.
წინასწარ გეტყვით, რომ ნომინალური მასპინძელი სომხეთი იყო და შედეგიც აქედან გამომდინარე წერია.
- სომხეთი ურიგო ფეხბურთს არ აჩვენებს. ქართველებს კი აქვთ გამონათებები. "ტოტალი" (ტოტალიზატორი) ჩვენს ორბურთიან უპირატესობაზე იღებს ფსონს. ცუდი არ არის.
- 3:1 სომხეთი ახლა აღმავლობის გზაზეა.
- 1:2 წინ საქართველო! სლოვენიას ხომ მოვუგეთ.
- 3:0 გაუმარჯოს სომხეთს!
- აჩვენეთ ქართველებს, რაც ვართ. წინ სომხებო!
- კავკასიური დერბი პრინციპულია, სომხეთი გაიმარჯვებს!
- 0:2 საქართველო!!!
- 4:1!
- 2:0! ერევნის "რესბუბლიკურ სტადიონზე" თამაში ყველას უჭირს.
- რა შუაშია "რესპუბლიკური სტადიონი"? თამაში კვიპროსშია.
- რა მნიშვნელობა აქვს, სად ვითამაშებთ? ნებისმიერ შემთხვევაში სომხები ვიგებთ!
- ამას თქვენ არ უნდა ლაპარაკობდეთ. გაიხსენეთ 1997 წელი: საქართველო 7:0 სომხეთი.
- მაშინ სომხეთის ფედერაციის პრეზიდენტი ნაკრების მთავარი მწვრთნელის წინააღმდეგ ინტრიგებს ხლართავდა და, ფაქტობრივად, ნაკრები ძალით ათამაშა. ოგანესიანს უვარჯიშებელი ფეხბურთელებით წასვლა არ სურდა, რადგან შედეგი წინასწარ ნათელი იყო.
- 1:2-ს ქართველები მოვიგებთ.
- ცავატანემ VS გენაცვალე! სომხების წარმატების იმედი მაქვს 2:0.
- 2:0, სომხეთი ახლა ბევრად უკეთესი გუნდია!
- 3:1 სომხეთი!
- სომხეთი 5:0.
- ოჰო, რამდენი სომეხია ფორუმზე. თუ გარიგება არ არის, საქართველო 0:2-ს, ან 1:2-ს მოიგებს. საქართველოს გაუმარჯოს!
- მხოლოდ გარიგებული მატჩში ვერ მოიგებთ? უკანდასახევ გზებს წინასწარ ეძებთ. მინიმუმ 2:0-ს ვიგებთ.
- ბოლოს საქართველოს 2004 წელს იმავე კვიპროსში 2:0 მოვუგეთ.
- თუ გავითვალისწინებთ, თქვენთან რა კორუფციაც არის, შეიძლება ვიფიქროთ, რომ საქართველო მატჩს გაყიდის.
- უცნაური ხარ, რა შუაშია კორუფცია?
- რა არის უცნაური, თუ ქართველი აღიარებს, რომ მის ნაკრებს შეუძლია თამაშის გაყიდვა, მაშინ ამით თავისი ქვეყნის კორუმპირებულობასაც დაუკავშირებს.
- ზოგიერთი ქვეყნისგან განსხვავებით, საქართველოში დიდი ხანია კორუფცია არ არის.
- სასაცილოა, სააკაშვილმა ყველაფერი დაალაგა?
- გარიგებაზე რომ წერთ, გაიხსენეთ, რუსებს ოფიციალურ შეხვედრაზე რომ ევაჭრებით.
- კარგი იქნება, მნიშვნელოვანი მატჩების წინ ერთმანეთი არ დავამტვრიოთ!
- ჩვენთან ოთხ შეხვედრაში ქართველებმა ორი მოიგეთ, ერთი ფრედ დასრულდა და ერთხელ გავიმარჯვეთ. მაგრამ ეს ამხანაგური შეხვედრები იყო და არაფერს ნიშნავს.
- როგორც ყოველთვის, ჩემი სიმპათია სომხებს ეკუთვნის, მაგრამ როდესაც გადავხედე, მათ ბევრი ფეხბურთელი აკლდათ და ფსონი საქართევლოზე დავდე.
- საქართველოს არ ეყოლება დვალიშვილი, მარცვალაძე, გურული.
- მატჩი დაიწყო. ჩვენ გვჯერა სომხეთის!
- სომხეთი აწვება და უდიდეს უპირატესობას ფლობს.
- ქართველები პანიკაში არიან! ჯერჯერობით თავს იცავენ.
- საქართველომ კონტრშეტევაზე გოლი გაიტანა. იაშვილიიიიიიიიიიიიიიიი!
- თუმცა უნდა აღიაროთ, რომ საგოლე გადაცემის დროს კობიაშვილი თამაშგარეში იყო.
- თამაშგარეში არა კიდევ...!
- პირველი მეკარის ბერეზოვსკის არყოფნაში მისმა შემცვლელმა გამოსვლაზე ვერ მოასწრო.
- მდააა... ვაწვებით, ვაწვებით, გოლი კი ჩვენ კარში გავიდა...
- აბა, "შიშით" გავიტანეთ და მაინც გვაწვებით?
- შენ თამაშს უყურე, უბრალოდ, გაგიმართლათ. არაფერია, ახლა გაგითანაბრებთ...
- სომხები უფრო ტექნიკურად და კომბინაციურად თამაშობენ.
- შემთხვევით გოლი გაიტანეთ, სომხეთი მაინც უკეთესი გუნდია და მოიგებს.
- კიდევ გავუშვით, ვინ არის ეს მეკარე?! ეჰ, რატომ არ გვყავს ბერეზოვსკი!
- ბუფონი გიშველიდათ?
- ბუფონი არა, ბერეზოვსკი ნამდვილად გვიშველიდა.
- 0:2! ერთხელაც არ გაგიმართლათ...
- რა ხდება, სომხეთის დამარცხება შესაძლებელი ყოფილა?
- სანამ არ გადახტებით, ჰოპ-ს ნუ დაიძახებთ!
- თამაშამდე თქვენ არ იძახდით ჰოპს?
- საქართველოს სახელებითაც უკეთესი ფეხბურთელები ჰყავს, რა არის გასაკვირი?
- სომხეთი საქართველოს ვერასდროს მოუგებს!
- ქართველებთან თამაში გაყიდეს!
- მომწონს ქართველების დაცვა, რაღა უნდა ვთქვათ, ყოჩაღ!
- 3:2 სომხეთო წინ!
- მაგრამ ჯერ 0:2-ია!
- ქართველებს კარგი მეკარე ჰყავთ.
- სომხეთი კარგად თამაშობს, მაგრამ ბოლო პასი გვაკლია. დაცვაშიც ხარვეზებია, ალბათ, ტრავმირებულთა გამო.
- ქართველებს მშვენიერი დაცვა ჰყავთ, მათ ვეღარ ვცნობ. ყოველთვის შემტევ ფეხბურთს აჩვენებდნენ, ახლა კი ცივსისხლიანი სკანდინავიელებივით თამაშობენ.
- სურვილის შემთხვევაში, ქართველებს ორ გოლს უპრობლემოდ გავუტანთ.
- პირველ ტაიმში სურვილი არ გქონდათ?
- მოგება მიზნად არც დაგვისახავს. თუმცა გათანაბრება სავსებით შეგვიძლია.
- ამოიჩემეთ, მეკარე არ გვყავსო. საქართველო გჯობნით და აღიარეთ.
- მოითმინე, ჯერ პირველი ტაიმი დასრულდა, მეორე წინაა და ყველაფერი ისე იქნება, როგორც საჭიროა.
- შენ თამაშს უყურებ?
- ეეჰ, ქართველებს აშკარად უმართლებთ!
- პენალტი! გავიტანეთ! ასე რომ, გაიცანით ჩვენები!
- ყოჩაღ სომხებო, ასე გავაგრძელოთ ქართველებზე დაწოლა!
- ქართველებს "ფორაც" კი მივეცით, რომ ვაჩვენოთ, რუსებს როგორ მოვუგებთ!
- სომხეთი ბევრად უკეთ გამოიყურება!
- მომწონს, როგორც ვთამაშობთ სომხები, ანგარიში მნიშვნელოვანი არ არის, ყველა ხედავს, ვინ არის უკეთესი.
- ამ ნაკრებმა საქართველოს უნდა მოუგოს!
- ანგარიშის გარდა, ყველაფერში სამმაგი უპირატესობა გვაქვს!
- საქართველოს ნაკრებში მეორე ტაიმში თითქმის ყველა შეცვალეს, სომხებმა კი შემადგენლობა დატოვეს და ამიტომაც ვთამაშობთ უარესად.
- მორჩა, 1:2 წავაგეთ, ანგარიშის გარდა ყველაფერი მაკმაყოფილებს!
- ცალსახაა, რამდენიმე ლიდერის გარეშეც ქართველებზე ღირსეულად ვითამაშეთ. იურა მოვსისიანი რომ გვყოლოდა, აუცილებლად გაგიტანდით.
- ცუდი ნაკრები არ გყავთ, მაგრამ კლასი გაკლიათ. მხითარიანი კარგია, შეიძლება მასზე დაყრდნობა.
- ჩვენც ბევრი ფეხბურთელი გვაკლდა, ეს წაგების ახსნად არ გამოდგება. უბრალოდ, აღიარეთ, რომ გაჯობეთ!
- უპრობლემოდ ვაღიარებ, უბრალოდ, დასანანი წაგება იყო.
- ყველა რომ ყვიროდით, საქართველოს მოვუგებთო, ახლა ცხვირი რატომ ჩამოუშვით? გულს ნუ გაიტეხთ, რუსებთან თამაში გელით.
- არ ღირს ხასიათის გაფუჭება, ქართველების დაცვა მომეწონა, რაც უნდა იყოს, გუნდში კალაძე ჰყავთ. გილოცავთ ქართველებო!
- ქეცბაიას შედეგზე მეტად ტაქტიკის დახვეწა აინტერესებდა. მან შეგნებულად აირჩია "მეორე ნომრად" თამაში, რადგან ხორვატიასთან მატჩისთვის ემზადება. ალბათ, 26 მარტს დაცვიდან ვითამაშებთ და გოლის გატანას კონტრშეტევებზე შევეცდებით. ქეცბაიამ ბევრი რეზერვისტიც გასინჯა.
სომხეთი კი, ყველაფრიდან გამომდინარე, შედეგზე თამაშობდა, რასაც მათი მცირე შეცვლები ადასტურებს. ჩემი აზრით, ეს უცნაურია, რადგან ამხანაგურში შედეგი მეორეხარისხოვანია.
ვფიქრობ, უფრო კარგად და სასარგებლოდ მატჩი ქეცბაიამ გამოიყენა. შედეგი მეორეხარისხოვანია, მაგრამ სასიამოვნოა, წაუგებელი სერია 9 მატჩამდე რომ გავაგრძელეთ.
- ბურთის ფლობის მაჩვენებელი სომხების უკეთეს თამაშზე არ მეტყველებს. ქეცბაია საქართველოს დაცვიდან ათამაშებს.
- წაგების მიუხედავად, სომხეთი კლასით და თამაშით ერთი თავით მაღლა იდგა. ყოჩაღ, ეს მხოლოდ ამხანაგური შეხვედრა იყო და ხალხი გვაკლდა.
- რატომ არ გინდათ წაგების აღიარება? ჩვენ ასათიანი, მარცვალაძე, დვალიშვილი და "შალკეს" 20 წლის წევრი ყენია გვაკლდა.
- ქართველებო, გილოცავთ გამარჯვებას!
- საქართველოს გაუმარჯოს!

კატეგორია: საფეხბურთო იუმორი | ნანახია: 430 | დაამატა: LiverPooLa | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 1
0  
1 ResPecTaA   (12.02.2011 10:19) [Entry]
:D:D:D:D au magari iyo :D:D:D :D:D dametxara tvalebi :D :D:D:D angarishis garda yvelaferi makmayofilebso (rofl) penaltii gavitanet :D gaicanit chvenebi (rofl) :D:D

რომელ გუნდს გულშემატკივრობთ
სულ პასუხები: 176
ძებნა
შესვლის ფორმა
ჩანაწერების არქივი
500
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 17
სტუმარი: 17
მომხმარებელი: 0
მთვლელები
web site analyser
რეკლამა
Block content
რეკლამა
Block content
რეკლამა