უკრაინული ფეხბურთის კიდევ ერთი ტრაგედია დღეს გახმაურდა. კიევის “არსენალის” 19 წლის ნახევარმცველს ოლეგ გრიჩაკს კლუბის მეორე გუნდის საკონტროლო მატჩის დროს გული გაუჩერდა და გარდაიცვალა.
როგორც გაირკვა, ეს ტრაგიკული შემთხვევა 19 თებერვალს მომხდარა, თუმცა დღემდე კლუბი ცდილობდა არ გაეხმაურებინა მომხდარი. ამის ახსნა მარტივია, შეგახსენებთ, რომ კიევის "არსენალში" პირველი შემდხვევა არ არის, როდესაც ფეხბურთელი გულის პრობლემებისგან იღუპება. აქამდე მსგავსი შემთხვევა 2004 წელს ორჯერ მოხდა, პირველად ქართველი ფეხბურთელი შალვა აფხაზავა გრიპისგან გამოწვეული გართულების შედეგად გულის პრობლემებისგან გარდაიცვალა, რამოდენიმე თვეში კი ანდრეი პავიცკი ასევე გულზე არსებული პრობლემებისგან დაიღუპა. ხოლო ამ წლის 19 თებერვალს გარდაცვლილ გრიჩაკს გული 83-ე წუთზე “ედნისტთან” გამართულ შეხვედრისას გაუჩერდა. აღსანიშნავია, რომ ახალგაზრდა ფეხბურთელი ტრაგედიამდე სულ რაღაც 12-13 წუთის შემოსული იყო მოედანზე. საინტერესოა, სადამდე უნდა დახუჭონ უკრაინულებმა მომხდარზე თვალები, სანამ მთელი "არსენალის" არსენალი სრულად არ დაცარიელდება?