იტალიურ და არა მხოლოდ იტალიურ პრესაში გავრცელდა ჭორები, რომ უნაი ემერმიმ
სკაუტები გააგზავნა "პარმაში", სადაც სებასტიან ჯოვინკოს დააკირდებიან და
შეაფასებენ მის შესაძლებლობებს, დაადგენენ აკმაყოფილებს თუ არა ტანდაბალი
იტალიელი "ვალენსიას" სტანდარტებს. ნახევარმცველი ჯოვინკო ამჟამად
სწორედ "პარმაში" ასპარეზობს თუმცა იგი "ტურინული" გრანდის, "იუვენტუსის"
კუთვნილებაა. მან "ბებერ ქალბატონის" ძირითად შემადგენლობაში ადგილი ვერ
დაიმკვიდრა ამიტომაც იგი "პარმაში" გაანათხოვრეს. როგორც ჩანს საქმე მხოლოდ
ჭორებთან არ უნდა გვქონდეს რადგანაც გამოცემა "Tuttosport"
გვამცნობს, რომ ჯოვინკოს აგენტმა დაადასტურა ინფორმაცია "ღამურებთან"
მოლაპარაკებების შესახებ. შესაძლოა საქმე ბარტერთანაც გვქონდეს და
ტრანსფერში ალეხანდრო დომინგესი ჩაერთოს, ანდაც "ვალენსიამ" სებასტიანი
იჯარის წესით ინათხოვროს. ჯერ-ჯერობით ტრანსფერის სახე ოფიციალურად არ
დასტურდება. აღსანიშნავია, რომ სებასტიან ჯოვინკო ერთ დროს იტალიური
ფეხბურთის ერთ-ერთ მთავარ იმედად ითვლებოდა, თუმცა ტრამვებისა და ძლიერი
კინკურენციის გამო გაცემული ავანსები ჯერ-ჯერობით სრულად ვერ გაამართლა. ამ
სეზონში ჯოვინკომ პარმას მაისურით 19 შეხვედრა ჩაატარა და 5 გოლის გატანა
მოახერხა.