"არსენალის" მთავარმა მწვრთნელმა არსენ ვენგერმა კომენტარი გაუკეთა
ნახევარმცველ დენილსონის სიტყვებს, იმასთან დაკავშირებით, რომ ის არ თვლის
ფაბრეგასს გუნდის ნამდვილ ლიდერად. ვენგერმა დარწმუნებით თქვა, რომ
"ბრაზილიელის" სიტყვები იყო შეცდომა, ან ეს სიტყვები განგებ იყო არასწორად
გადმოცემული :"დენილსონი და ფაბრეგასი კარგი მეგობრები არიან, რომლებიც ერთმანეთს დიდ პატივს ცემენ. სესკი
ჩვენი კაპიტანია, ვან პერსი ვიცე კაპიტანი, და ჩვენ ლიდერებიც ბევრი
გვყავს. და ფაბრეგასი იმის გათვალისწინებით რომ ის არის 23 წლის,
სამაგალითო ლიდერია" განაცხადა ვენგერმა.