მოგეხსენებათ, ჩემპიონთა ლიგის მატჩში ”მილანისა” და
”ტოტენჰემს” შორის, იტალიელთა ნახევარმცველმა მატიე ფლამინიმ სახიფათო
ვარდნა შეასრულა ლონდონელთა ხორვატი მცველის ვედრან ჩორლუკას წინააღმდეგ.
ახლა კი ხორვატს დიაგნოზი დაუსვეს: წვივის მოტეხილობა აქვს.
თავად ფეხბურთელმა განაცხადა: ”მე წვივის მოტეხილობა დამიდგინეს, იგი
ძალიან მტკივა, თუმცა ექიმები მამშვიდებენ, რომ ეს ისეთი სერიოზული არაა,
როგორიც გგონიაო. ამისდა მიუხედავად, მე ოთხ კვირას გამოვტოვებ”.