ახლოვდება ჩემო კარგებო 26მარტი.26მარტი ქართული ფეხბურთის ისტორიაში დიდ ადგილს დაისაკუთრებს.ვფიქრობ,ამ დღეს ბორის პაიჭაძის სახელობის სტადიონი ბოლომდე აივსება,რადგან ხორვატიის ეროვნული ნაკრები გვესტუმრება და მათი ნახვა ყველას სურს.გთავაზობთ ასეთ საინტერესო რამეს:მე დავსვამ აქ 10 საფეხბურთო კითხვას,და ადამიანი,რომელიც ამ კითხვებს უპასუხებს ჩემგან საჩუქრად მიიღებს საქართელო-ხორვატიის მატჩზე დასასწრებ ბილეთს. მაშ ასე,კითხვები ასეთია: 1.ფეხბურთელები მსაჯის მიერ უკმაყოფილებას გამოხატავენ რაღაცით.რით? 2.პენალტების სერიაში ვინ ვერ გაიტანა პირველი პენალტი ბაიერნი ვალენსიას თამაშში (ლიგის ფინალში) 2001 წელს? 3.რომელმა რუსმა ფეხბურთელმა გაიტანა გოლი ლიგის პინალში პორტო-მონაკო? 4.რომელმა ქართველმა ფეხბურტელმა მოახერხა ევროპის ჩემიონატზე გოლის გატანა? 5.რას ნიშნავს თავისუფალი დარტყმა? 6.რომელ წამზე გავიდა ყველაზე სწრაფი გოლი? 7.სამი ბრიტანული გაზეთი ამტკიცებდა თავის დროზე, რომ დაიქირავეს ე.წ. ტუჩების მოძრაობის წამკითხველები ამ ფეხბურთელის მიერ ნათქვამი სიტყვების დასადგენად და მათივე მტკიცებით მას უთქვამს the son of a terrorist whore. ვის დედას ეხებოდა ეს ფრაზა? 8.ფლამენგოში 12 ნომრიანი მაისური ხელშეუხებელია, ანუ ვერც ერთი ფეხბურთელი ამ ნომერს ვერ ატარებს. რის ან ვის გამო? 9.მას დაბადებიდან დაჰყვა ფიზიკური დეფექტი - ერთი ფეხი რამდენიმე სანტიმეტრით მოკლე ჰქონდა, მეორე კი - მოღუნული, თუმცა ამას ხელი არ შეუშლია "ხალხის სიხარული" გამხდარიყო. 10.ბოკა-ხუნიორსის ეს ფეხბურთელი გინესის რეკორდსმენია - ერთ თამაშში 3 პენალი ვერ გამოიყენა. ვისზეა საუბარი?
ახლა კი პრიზები: 1.ვინც ათივე კითხვას სწორად უპასუხებს,მიიღებს 2ბილეთს მეორე რიგის. 2.ვინც 7კითხვას უპასუხებს მიიღებს ორ ბილეთს 27სექტორის. 3.ვინც 5კითხვას უპასუხებს სწორად ის მიიღებს ორ ბილეთს 29სექტორის. ახლა კი ისღა დამრჩენია წარმატებები გისურვოთ და თუ მოგეწონათ ეს სიახლე ჩვენს საიტზე,შემიძლია გავაგრძელო... ვიქტორინა გრძელდება 18მარტამდე!