კატალონიის "ბარსელონასა” და ესპანეთის ეროვნული ნაკრების მოთამაშემ, დავიდ ვილიამ გუშინდელ შეხვედრაში მოახერხა და "დეპორტივოს” კარი დალაშქრა. ეს გოლი ვილიასათვის საიუბილეო გამოდგა. მან თავის კარიერის განმავლობაში 150-ე გოლი გაიტანა ესპანეთის პრიმერა დივიზიონში. დავიდმა 31-ჯერ აიღო კარი "სარაგოსას” შემადგენლობაში, 107 გოლი გაიტანა "ვალენსიას” შემაგდენლობაში, ხოლო 12 მისი ამჟამინდელი კლუბის, "ბარსელონას” რიგებში. მან ეს ყველაფერი 256 მატჩში მოახერხა. ზოგადად დავიდ ვილია ესპანეთის პრიმერა დივიზონის, საუკეთესო გოლეადორების სიაში მე-15 ადგილზეა. ამ სიას ლიდერობს ბასკური "ატლეტიკის” მოთამაშე, ლეგენდარული ტელმო სარა, რომელმაც შესძლო და 278 მატჩში 252 გოლი გაიტანა.