თურქულ შეკრებაზე თავისი დასკვნითი მატჩი ნიჟნი ნოვგოროდის "ვოლგამ" ჩეხეთის ჩემპიონატის ვერცხლის პრიზიორ "იაბლონეცთან" ჩაატარა და ქართველი ლეგიონერების, ოთარ მარცვალაძის და მათე ვაწაძის გოლების წყლობით 2:1 მოიგო. ოთარ მარცვალაძემ ანგარიში 45-ე წუთზე გახსნა, ჩეხებმა მეორე ტაიმში გაათანაბრეს, მაგრამ 87-ე წუთზე მათე ვაწაძემ ომარ თეთრაძის შეგირდებს გაამარჯვებინა. შეხვედრაში მონაწილეობა ექვსმა ქართველმა ფეხბურთელმა მიიღო: გრიგალავამ, სალუქვაძემ და მარცვალაძემ პირველი ტაიმი ითამაშეს, საჯაია, ხოჯავა და ვაწაძე კი მოედანზე მეორე ტაიმში გამოვიდნენ. გოგიტა გოგუას არ უთამაშია.