მოგეხსენებათ,გუშინ ჩვენი საყვარელი გუნდი "ლივერპული" დატოვა სულ რაღაც 48საათის წინ ჩვენმა საყვარელმა ფეხბურთელმა ფერნანდო ტორესმა.48საათის წინ იყო ლივეს ნაწილი და ჩვენ გულებში იყო,მაგრამ ისე წავიდა,რომ ერთი სიტყვა "მადლობა" დაენანა ჩვენთის...ერთ დროს შერაცხული ტორესი "ელ ნინიოდ",ანუ პატარა ბიჭუნად,დღეს შერაცხულია როგორც "უმადური მათხოვარი"... მაგრამ უმადურებზე საუბარს ნამდვილად არ ვაპირებ...ლივეს გულშემატკივრებმა კარგად ვიცით,რომ მსოფლიოში ყველაზე მაგარი გულშემატკივრები ვართ ჩვენ და ამას მსოფლიოც აღიარებს.აქედან გამომდინარე დაცემა ჩვენთის უცხოა...ჩვენი ჰიმნიც ხომ ამას ეუბნება ლივეს:"შენ არასოდეს იქნები მარტო". მე გამიხარდა ტორესის წასვლა.გუნდი,რომელიც მე მიყვარს და ვქომაგობ,არ მსურს უმადურებით სავსე რომ იყოს.უკვე მოვიშორეთ ასეთი ხალხი და ჩვენი შანსები იზრდება.ტორესს რომ ყვარებოდა ლივერპული,ორი საათის წასვლის შემდეგ არ იტყოდა,რომ მე თქვენ გოლს გაგიტანთო. დღეს გვაქ თამაში.ენფილდზე ვმასპინძლობთ სტოკ სიტის.დღეს იბადება ახალი "ლივერპული",ახალი მწვრთნელით და ახალი ფეხბურთელებით.ახალი "ლივერპული" იბადება უფრო ძლიერი და უკვე ტორესის გარეშე,მაგრამ სუარესთან და კეროლთან ერთად...აი ეს ბიჭები გახდებიან ლივეს ლეგენდები.ორი წლის წინაც ამბობდა სუარესი:"მე მიყვარს ლივერპული".აქ ჩანს უკვე,როგორ უყვარს ამ კაცს ჩვენი გუნდი და მოედანზე ყველაფერს იზამს,რათა გაგვახაროს და ჩვენი სიყვარული მოიპოვოს.მაგრამ პირადად ჩემი სიყვარული სუარესმა უკვე მოიპოვა... 6თებერვალს კი ჩელსი შეგხვდება...მოგება გაგვიძნელდება,მაგრამ შეუძლებელი არაფერია.მოვუგებთ და ლიგას დავავიწყებთ მაგათ და უმადურ მათხოვარს.კაცი ჩელსიში მიდის და ეკითხებიან:რატო ჩელსიო და პასუხობს:"მე აქ ტიტულების მოსაგებად მოვედი".რომელი ტიტულების შენ დალოცვილო.ჩელსიში რა ტიტულები უნდა მოიგო?ლიგა?ლიგაზე ოცნებობს ჩელსი და პრემიერლიგას მანჩესტერი აგახევთ ხელიდან,თუმცა დიდი ხანია აგახიათ უკვე...ბარსაში წასულიყავი მაინც,ტაშს დაგიკრავდით და წარმატებებს გისურვებდით,ეხლა კიდე გარეთ ლივეს ფანი შეგხვდება და სახეში შგაფურთხებს...არაკაცებს ეგრე სჭირდებათ... ლივეს ფანებო ჩვენი ჰიმნი უნდა გავამართლოთ და დავივიწყოთ ტორესი და ვიმღეროთ "You'll Never Walk Alone" Go Walk Alone Torres!!!!!!!!!