"რეალის” მთავარ მწვრთნელს ხშირად გამოუთქვამს სურვილი ინგლისურ ფეხბურთში დაბრუნების, თუმცა ახლა მისივე განცხადებით ეს დრო ახლოვდება. შეგახსენებთ, რომ მაურინიო ჯერ "ჩელსის” მწვრთნელი იყო, შემდეგ მილანის "ინტერის”, რომელსაც დიდი წარმატებები მოუტანა და დღესდღეობით "რეალს” უდგას სათავეში. სწორედ "რეალის” სპორტულ პრეზიდენტთან დაპირისპირება გახდა მოურინიოს ინგლისში გადასვლის სურვილის მიზეზი – ამბობს The Sunday Mirror. უფრო ზუსტად კი საქმე "მანჩესტერ სიტიდან” გადმოყვანილ ემანუელ ადებაიორს ეხება, რომელიც მწვრთნელმა თავდამსხმელის ძებნისას შემატა გუნდს, ამან კი ხორხე ვალდანოს უკმაყოფილება გამოიწვია. "ჩემთვის და ჩემი ოჯახისთვის მთავარი ბედნიერებაა. მე მიყვარს ინგლისური ფეხბურთი და ჩემს ოჯახს ინგლისი უყვარს. მე ყოველთვის ვამბობდი, რომ ერთ დღესაც აუცილებლად დავბრუნდებოდი, ახლა კი ვამბობ, რომ ეს უფრო ადრე მოხდება”. აქვე ჟოზემ აღნიშნა, რომ სულაც არ გაჰკვირვებია, როდესაც "სტემფორდ ბრიჯიდან” მას კარისკენ მიუთითეს: "ილუზიებით არასდროს არ ვცხოვრობდი. მე კარგად ვხვდებოდი აბრამოვიჩის და მისი გარშემომყოფების ინტერესებს. ისიც ვიცოდი რომ 10 წელი ამ პოსტზე ვერ დავრჩებოდი. ჩემი მოვალეობა იყო შემესრულებინა ის, რაც გუნდის მფლობელს სურდა – გამარჯვება! და მე ამას ყოველთვის ვაკეთებდი. საბოლოოდ კი ჩემი დრო ამოიწურა ამა თუ იმ მიზეზების გამო”.