ჟოზე მოურინიო ძალიან გახარებული იყო იმით, რომ მან მოიგო საუკეთესო მწვრთნელის ჯილდო, მაგრამ აღნიშნა, რომ იკერი ან კრიშტიანო იმსახურებდნენ ოქროს ბურთის მოგებას... ”ჩემი ბიჭები მეუბნებიან, რომ ამ ტიტულს შემდეგ წელსაც მოვიგებ. მე ვფიქრობ, რომ ჩემ გუნდში 2-3 ფეხბურთელს შეუძლიათ ოქროს ბურთის დაუფლება”. ”ვფიქრობ, რომ ოდესმა ამ ჯილდოს იკერ კასილასიც მოიპოვებს, ხოლო რაც შეეხება კრიშტიანო რონალდოს, მას 4 ან 5 ოქროს ბურთი უნდა ჰქონდეს მოგებული, ვინაიდან ის ფენომენალურია”. უნდა ისიც აღინიშნოს, რო ფეხბურთელი მწვრთნელის გარეშე არაფერია. წლის სიმბოლურ ნაკრებში ჩემი ხუთი ფეხბურთელი მოხვდა. კასილასი, მაიკონი, სნეიდერი, კრიშტიანო და ლუსიო ძალიან მიყვარს და მათზე ძალიან ვნერვიულობდი”. ”ყველაფერს გავაკეთებ, იმისთვის, რომ ჩემპიონთა ლიგა მოვიგო ”რეალთან” ერთად”.