"მილანის" თავდამსხმელმა ზლატან იბრაჰიმოვიჩმა განაცხადა, რომ "ბარსელონადან" მისი წასვლის მიზეზი ხოსეპ გვარდიოლასთან გაუგებრობა იყო.
"ბარსელონაში" მე მივხვდი თუ, ფეხბურთში როგორ შეიძლება ყველაფერი უცებ შეიცვალოს. ჩემი ერთადერთი პრობლემა იქ იყო ხოსეპ გვარდიოლა. სხვასთან დაკავშირებით არანაირი პრობლემა არ მქონია. პირველი 6 თვე ძალიან კარგი იყო, შემდეგ კი რაღაც მოხვდა, რა ნამდვილად არ ვიცი. მე ველოდებოდი პასუხს, მაგრამ ის მე არ მელაპარაკებოდა. თუ არ იქნება მოტივაცია, ბრძოლის სურვილიც არ გექნება, სწორედ მოტივაციისთვის არსებობენ მწვრთნელები", - განაცხადა შვედმა Football Italia_თან.