GFF - საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია - 18 იანვარს 2011 - All For Football
მთავარი » 2011 » იანვარი » 18 » GFF - საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია
11:38
GFF - საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია
საქართველო იყო პირველი, რომელმაც დატოვა საბჭოთა კავშირის ფეხბურთის კავშირი და დამოუკიდებლობა გამოაცხადა.  1992 წელს საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია მსოფლიო და ევროპული ფეხბურთის მმართველ ორგანიზაციებში - ფიფა-სა და უეფა-ში გაწევრიანდა. 1990 წლიდან საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ქვეყნის ჩემპიონატსა და თასის გათამაშებას ატარებს. 1993 წლიდან ქართული კლუბები ევროპის საკლუბო ტურნირებში მონაწილეობენ, 1994 წლიდან კი საქართველოს ეროვნული და სხვადასხვა ასაკობრივი ნაკრებები ევროპის და მსოფლიო ჩემპიონატების შესარჩევ ეტაპებზე გამოდიან.  საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პირველი პრეზიდენტი გახლდათ ნოდარ ახალკაცი, რომელიც გარდაცვალებამდე, 1998 წლის თებერვლამდე ხელმძღვანელობდა ორგანიზაციას. 1998-2005 (მაისი) წლებში საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი იყო მერაბ ჟორდანია, 2005 წლიდან 2009 წლის სექტემბრამდე თანამდებობა ნოდარ ახალკაცი უმცროსს ეკავა. ამჟამად ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტია ზვიად სიჭინავა. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გენერალური სპონსორია სააქციო საზოგადოება "მადნეული", ტექნიკური სპონსორია გერმანული კომპანია "იაკო", ხოლო სპონსორი - ლუდსახარში "ნატახტარი. 
გენერალური მდივანი: რევაზ არველაძე
მისამართი:ჩოლოყაშვილის N7
ტელეფონი:(+955 32) 91 26 50, 23 55 19
ელ-ფოსტა: gff@gff.ge
ვებ-გვერდი: www.gff.ge
ევროპის ფედერაცია: www.uefa.com
მსოფლიოს ფედერაცია: www.fifa.com
კატეგორია: საქართველო | ნანახია: 454 | დაამატა: lainex | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 2
0  
2 lainex   (18.01.2011 14:10) [Entry]
:)

ვინ მოიგებს ჩემპიონთა ლიგას?
სულ პასუხები: 32
ძებნა
შესვლის ფორმა
ჩანაწერების არქივი
500
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
მთვლელები
web site analyser
რეკლამა
Block content
რეკლამა
Block content
რეკლამა