იმედგაცრუებული „2“ წამი - 28 იანვარს 2011 - All For Football
მთავარი » 2011 » იანვარი » 28 » იმედგაცრუებული „2“ წამი
21:08
იმედგაცრუებული „2“ წამი

2009 წლის ზაფხული, საარჩევნო ცეიბ ცხელება და მადრიდის რეალს ყავს ახალი პრეზიდენტი ფლორენტინო პერესი. ახალი პრეზიდენტი, ახალი პოლიტიკა, ახალი ფეხბურთელები და ახალი მწვრთნელი. გუნდი ჩაიბარა მანუელ პელეგრინიმ, მოვიდა რამოდენიმე ახალი ფეხბურთელი: რონალდო, კაკა, ბენზემა და ა.შ. ფაქტიურად გუნდი ახალად აიწყო და მადრიდის გულშემატკივრებს ახალი იმედი ჩაესახათ ჩემპიონთა ლიგის გათამაშებაზე, ჯგუფური ეტაპი მადრიდის რეალმა არც თუ ისე კარგად ჩაატარა, მაგრამ 1-ლი ადგილი ჯგუფში მაინც დაიკავა, კენჭისყრის შედეგები და ისევ ის ლიონი, რომელზეც ბოლო 4 თამაში მოგებული არ გვქონდა. 

აი მოვიდა 2010 წლის 16 თებერვალი, დაიწყო 1/8 ფინალური რაუნდის მატჩები, ერთი-ერთი ცენტრალური მატჩი იმართებოდა „Stade de Gerland"-ის სახელობის მოედანზე სადაც ლიონი მასპინძლობდა მადრიდის რეალს. ხალხის უმრავლესობის აზრით რეალი ამ მატჩის ფავორიტი იყო.

ლიონის შემადგენლობა: 1 ლორისი, 13 რეველიერი, 3 კრისი, 4 ბუმსონგი, 20 სისოკო, 28 ტულალანი, 17 მაკუნი, 8 პიანიჩი(6 კალსტრომი 78), 19 დელგადო(11 ბასტოსი 89), 9 ლოპესი(18 გომისი 81), 14 გოვუ.
მწვრთნელი: კლოდ პუელი.

რეალ მადრიდის შემადგენლობა: 1 კასილასი, 2 არბელოა, 4 რამოსი,18 ალბიოლი, 12 მარსელო(19 გარაი 46), 22 ალონსო, 6 მაჰამადუ დიარა, 24 გრანერო, 8 კაკა, 9 რონალდო, 20 იგუაინი (11 ბენზემა 64).
მწვრთნელი: მანუელ პელეგრინი.

გაისმა არბიტრის სასტვენი და დაწიყო მატჩი. გოლის გატანის შანსი ქონდა გოვუს, მაგრამ ბურთი კარს ააცილა, რამოდენიმე კარგი შანში ლისანდრო ლოპესმა გაუშვა ხელიდან. 1-ლი ტაიმი ფრედ 0-0 დასრულდა. დაიწყო მე-2 ტაიმი, მადრიდის რეალის ფეხბურთელებმა მოედნის ცენტრში დაკარგეს ბურთი, ბურთი მაკუნს მიუვიდა, რომელმაც რამოდენიმე ნაბიჯი გადადგა რეალის კარის მიმართულებით, შემდეგ შორიდან უძლიერესი დარტყმა, კასილიასი უძლური აღმოჩნდა და ბურთი ბადეში გაეხვია. ანგარიში 1-0 დაფიქსირდა და ასეც დასრულდა მატჩი ლიონის გამარჯვებით. წინ დიდი
დადგა ნანტრი 2010 წლის 10 მარტი, 1/8 ფინალური რაუნდის განმეორებითი მატჩებიც დაიწყო, „Estadio Santiago Bernabéu"-ს სახელობის მოედანზე იმართებოდა მატჩი მადრიდის რეალსა და ლიონს შორის, 1-ლი შეხვედრა საფრანგეთში ლიონის გამარჯვებით 1-0 დასრულდა. ამ მატჩში უდავო ფავორიტად მარდრიდის რეალი მიიჩნეოდა.

რეალ მადრიდის შემადგენლობა: 1 კასილიასი, 2 არბელოა (6 დიარა 83), 4 სერხიო რამოსი, 18 ალბიოლი, 19 გარაი, 8 კაკა (7 რაულ 77), 9 რონალდო, 10 დიარა, 14 გუტი, 24 გრანერო (23 ვან დერ ვაარტ 62), 20 იგუაინი,
მწვრთნელი: მანუელ პელეგრინი.

ლიონის შემადგენლობა: 1 ლორისი, 13 რეველიერი, 3 კრისი, 4 ბუმსონგი (6 კალსტრომი 46), 20 სისოკო, 28 ტულალანი, 17 მაკუნი (41 გონალონს 46), 8 პიანიჩი ( 10 ედერსონი 83), 19 დელგადო, 9 ლოპესი, 14 გოვუ.
მწვრთნელი: კლოდ პუელი.

გაისმა არბიტრის სასტვენი და დაწიყო მატჩი. პირველივე წამებზე კაკას ქონდა კარგი შანსი, მაგრამ მეკარე ლორისმა აჯობა, რეალის ბuრთის ფლობით მიმდინარეობდა მატჩი, გუტის კარგი გადაცემა მარცხენა ფლანგზე რონალდოს მისამართით, პორტუგალიელმა ჩაირბინა მარცხენა ფლანგიდან, დაბალი ტრაექტორიით გაგზავნა ბურთი ლიონის კარში და მეკარეს ფეხბეს შორის გაუძვრინა, ანგარიში მე-7 წუთზე გაიხსნა 1-0. გრანეროს კარგი გადაცემა იგუანის მიმართულებით და არგენტინელი მეკარის პირისპირ აღმოჩნდა, ცრუმოძრაობა და მის წინ მხოლოდ ცარიელი კარი იყო დარჩენილი, იგუანის ფეხი შეეხო ბურთს და რეალის გულშემატკივრები უკვე სიხარულისგან გოლს ზეიმობდნენ და მხოლოდ ასობგერა „გ" შეაშრათ მათ გაყინულ სახეზე, როდესაც „2" წამის" მონაკვეთზე ბურთი შეეხო კარის ძელს. რონალდოს კარი გარღვევა მოედნის ცებნტრში, კარგი პასი კაკას მისამართით არეულობა ლიონის კარის საჯარიმოსთან და ბურთით ისევ არგენტინელი ფებხურთელი დარჩა, რომელსაც გვერდით კარგად გახსნილი, ფაქტიურად ცარიელი კარის პირისპირ ეგულებოდა რონალდო, მაგრამ იგუანმა გადაწყვიტა საკუთარ თავზე აღება ამ მომენტის და დაარტყა კარის მიმართულებით, ამჯერად იგუანს მეკარე ლორისმა აჯობა. თავისი შანსები გონალონსმა და გოვუმ ვერ გამოიყენეს, ლისანდროს დარტყმული კი კასილიასმა მოიგერია, ფრანგების კარგი შეტევა მარცხენა ფლანგიდან, დელგადომ ბურთი საჯარიმოში გაუშვა, ცოტა არეულობა და ბურთით პიანიჩი დარჩა რომელმაც თავისი შანში ხელიდან არ გაუშვა და ანგარიში გაათანაბრა და თავისი გუნდი 1/4 ფინალურ რაუნდში გაიყვანა. დარჩენილ 15 წუთში თავისი შანსები ლოპესმა და დელგადომ გაუშვეს, ზუსტად მე-6 ჯერ ვერ გავიდა მადრიდის რეალი 1/8
მოვიდა ზაფხული გუნდი დატოვა მანუელ პელეგრინმა, მოვიდა ახალი მწვრთნელი ჟოზე მოურინიო, რომელმაც გუნდში მოიყვანა ახალგზარდა პესპექტიული ფეხბურთელები და გუნდი ისევ ახალად ჩამოაყალიბა, რა თქმა უნდა მადრიდის გულშემატკივრებს ისევ ახალი იმედი ჩაგვესახა ჩემპიონთა ლიგაზე. მადრიდის რეალმა ჯგუფური ეტაპი ფანტასტიურად ჩაატარა, 6 თამაშიდან: 5 მოგება, 1 ფრე და არცერთი წაგება, 15 გატანილი ბურთი და მხოლოდ 2 გაშვებული. კენჭისყრის შედეგები და ისევ ის დაუმარცხებელი ლიონი შეხვდა მადრიდის რეალს, ყველა მარდიდის გულშემატკივარს იმედი გვაქვს , რომ რეალი მოურინიოს ხელმძღვანელობით გადალახავს იმ „დაწყევლილ"ადგილს, რომელსაც 1/8 ფინალური რაუნდი ჰქვია.პროსტა ცოტა დამიფასეთ თითები დამტყდა ;((
კატეგორია: ევრო თასები | ნანახია: 421 | დაამატა: RooneyChichaGiggsFan | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 2
0  
2 RooneyChichaGiggsFan   (30.01.2011 15:10) [Entry]
:D:D:D

რომელ გუნდს გულშემატკივრობთ
სულ პასუხები: 176
ძებნა
შესვლის ფორმა
ჩანაწერების არქივი
500
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 2
სტუმარი: 2
მომხმარებელი: 0
მთვლელები
web site analyser
რეკლამა
Block content
რეკლამა
Block content
რეკლამა