ჯანო ანანიძე ბარსაში? - 19 იანვარს 2011 - All For Football
მთავარი » 2011 » იანვარი » 19 » ჯანო ანანიძე ბარსაში?
21:38
ჯანო ანანიძე ბარსაში?


შეუძლებელია კიდევ ერთ ქართველ ვუნდერკინდს არ შევეხოთ. ბავშვი რომელზეც უკვე ევროპაშიც საუბრობენ და დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებენ. საუბარი ჯანო ანანიძეზეა. მასზე საკმაოდ ვრცელი სტატია გამოქვეყნდა "El Mundo Deportivo”-ში და როგორც ესპანელი ჟურნალისტები გვამცნობენ "არსენალის”, "სევილიას” და კიდევ სხვა ბევრი დიდი გუნდების მსგავსად ჯანოთი თვით "ბარსელონაც” დაინტერესდა. აი რას ამბობენ მასზე ესპანელი ყვითელი პრესის წარმომადგენლები: "პოსტსაბჭოთა სივრციდან ქართული ფეხბურთი მდიდარი წარსულით ამაყობს. ამ პატარა ქვეყანაში ფეხბურთი უზომოდ პოპულარულია და მიუხედავად მათი წაქრუმატებლობისა საერთაშორისო ასპარეზზე, ფეხბურთი საქართველოში მაინც სპორტის ნომერი პირველი სახეობაა. საქართველოში მუდამ იზრდებოდნენ ტალანტები, თუმცა შემდეგ საკმაოდ პატარა ასაკშივე ტოვებენ სამშობლოს და მიდიან ევროპულ გუნდებში. შოთა არველაძის, კახა კალაძის, ლევან კობიაშვილის და გიორგი დემეტრაძის ბრწყინვალე თაობის შემდეგ საქართველოში ახალი ბუმი დაიწყო ტალანტების წარმოჩენის მხრივ, აი ნათელი მაგალითიც: ლევან ყენია – "შალკე”, ლევან მჭედლიძე – "პალერმო”, ირაკლი შეყილაძე – "ემპოლი”. თუმცა ამ თაობაშიც არის ერთი ფეხბურთელი რომელიც ყველაზე ნიჭიერად ითვლება – ჯანო ანანიძე. მან უკვე მოასწრო საქართველოს ყველა ასაკობრივ ნაკრებში თამაში და თვით მსოფლიო ჩემპიონებთან – იტალიელებთანაც ითამაშა ეროვნული ნაკრების მაისურით. ამჟამად იგი მოსკოვის "სპარტაკში” თამაშობს. მოსკოვში გადასვლამდე იგი კიევის "დინამოში” თამაშობდა, თუმცა იქ მისი ნიჭი ვერ დაინახეს და ადვილად შეელივნენ ქართველ ვუნდერკინდს. ჯანომ უკვე დაიწყო ისტორიის გადაწერა. იგი ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელია ვინც კი, რუსეთის პრემიერლიგაში გოლი გაიტანა. "ბარსელონას” ყოფილმა ფეხბურთელმა მიკაელ ლაუდრუპმა ჯანოს არ მისცა შანსი თავის გამოჩენის, თუმცა სახალხო გუნდში "სელტას” ექს-ფეხბურთელის ვალერი კარპინის მისვლის შემდეგ ჯანო ნელ-ნელა უმატებს თამაშს. მისით უამრავი ევროპული გრანდი დაინტერესდა, მისი ტალანტი რა თქმა უნდა შეუმჩნეველი არ დარჩა ტალანტების ცნობილ აღმზრდელ არსენ ვენგერს. ასევე დაინტერესდნენ "სევილია”, "იუვენტუსი” და კიდევ უამრავი ევროპული გუნდი, რომლების ჩამოთვლაც შორს წაგვიყვანს. ჩვენი ინფორმაციით ქართველის გადაბირებას "ბარსელონაც” ეშურება. კატალონიელები მთელ მსოფლიოში ეძებენ ტექნიკურ ფეხბურთელებს და რა თქმა უნდა არ გამორჩენიათ ცივ, თოვლიან რუსეთში აკაშკაშებული პატარა მნათობი. ფაქტი ერთია, რომ ანანიძეს რუსეთში დიდხანს არავინ გააჩერებს.”
კატეგორია: საქართველო | ნანახია: 420 | დაამატა: LiverPooLa | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 2
0  
2 RooneyChichaGiggsFan   (20.01.2011 18:07) [Entry]
ra gixaria gambar ragac mainc chori mgonia ro barcashi mara magas Barcelona B shic ar atamasheben dziritaadshi (xumrobit)

რომელ გუნდს გულშემატკივრობთ
სულ პასუხები: 176
ძებნა
შესვლის ფორმა
ჩანაწერების არქივი
500
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
მთვლელები
web site analyser
რეკლამა
Block content
რეკლამა
Block content
რეკლამა