ლევან ყენია:''ოჯახი ყოველთვის გვერდში მიდგას'' - 14 იანვარს 2011 - All For Football
მთავარი » 2011 » იანვარი » 14 » ლევან ყენია:''ოჯახი ყოველთვის გვერდში მიდგას''
19:45
ლევან ყენია:''ოჯახი ყოველთვის გვერდში მიდგას''


20 წლის ლევან ყენია შალკეში 2007–08 წლების სეზონის ზამთრის შესვენების დროს, ევროპული ფეხბურთის ერთ–ერთი გამორჩეული ტალანტის რანგში გადავიდა და ძირითად შემადგენლობაშიც ადგილი სულ მალე მოიპოვა, თუმცა ტერფის მძიმე ტრავმის გამო უკვე ერთი წელია მოედანზე გასვლას ვერ ახერხებს. ლევანმა ინტერვიუ კლუბის ოფიციალურ საიტს მისცა. ლევანთან საუბარი სწორედ უფეხბურთოდ გატარებული პერიოდით დავიწყეთ.

ლევან ყენია ვარჯიშებს დაახლოებით ერთი თვეა დაუბრუნდი, მიუხედავად იმისა, რომ ჯერჯერობით სრულად დატვირთვას ვერ ახერხებ, ის კოშმარი მაინც უკან დარჩა. რას გრძნობდი მთელი ეს პერიოდი, როცა მოედანზე გასვლას ვერ ახერხებდით?
ფეხბურთელი ვარ, ამ პროფესიას ბავშვობიდან ვეუფლები და მის გარეშე ცხოვრება ვერ წარმომიდგენია. ამიტომ როცა ვერ ვთამაშობ თავს საშინლად ვგრძნობ, შესაბამისად, ეს დრო ჩემი ცხოვრების ყველაზე ცუდ მომენტად შეგვიძლია მივიჩნიოთ.
ბელეკში მიმდინარე შეკრების დროს, ერთ-ერთი ვარჯიშის შემდეგ ტრავმა ისევ გაგიმიზეზდათ, ახლა როგორ გრძნობთ თავს.ტკივილები ხო არ გაწუხებს?
სრულფასოვნად დაბრუნება ვერ შევძელი, მაგრამ ინდივიდუალურად მაინც ვვარჯიშობ და მოედანზე ალბათ სულ მალე მიხილავთ, ჩემს კარიერაში მსგავს სიტუაციებში ყოფნა უკვე მეექვსედ მიწევს, 20 წლის ფეხბურთელისთვის ეს ძალიან რთულია…
რა გაძლევს ძალას, რომ ასეთი რთული მდგომარეობიდან ფსიქოლოგიურად ჯანსაღი და ისევ საბრძოლველად შემართული გამოხვიდე?(ალბათ ამ ჟურნალისტსს დაავიწყდა რო ლევანი ქართველია. ავტ)
ჩემი მშობლების თანადგომა. ისინი ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანები არიან. ნინოც და გოჩაც რაც თავი მახსოვს ჩემთან ერთად განიცდიან თითოეულ წარმატებასა თუ წარუმატებლობას. ჩემი შემართებაც მათი დამსახურებაა.

კატეგორია: გერმანია | ნანახია: 475 | დაამატა: chicharito | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 1
0  
1 ResPecTaA   (14.01.2011 19:46) [Entry]
sagol vako magaria : ))

რომელ გუნდს გულშემატკივრობთ
სულ პასუხები: 176
ძებნა
შესვლის ფორმა
ჩანაწერების არქივი
500
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
მთვლელები
web site analyser
რეკლამა
Block content
რეკლამა
Block content
რეკლამა