რონალდუ თუ მესი? - 18 იანვარს 2011 - All For Football
მთავარი » 2011 » იანვარი » 18 » რონალდუ თუ მესი?
22:45
რონალდუ თუ მესი?
მაშინ როცა ჰონდურასის ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატზე გადიოდა ჩამორჩენილი გურჯები ისევ იმაზე კამათობდნენ მარადონა ჯობია თუ პელე. ეს უეინ რუნების დატოლება მე ძალიან არ მიყვარს და უაზრო კამათად მიმაჩნია. თუმცა მოდით გულწრფელად ვაღიაროთ ისიც, რომ ფეხბურთი უაზრო კამათის გარეშეც არ არსებობს, ეს მისი შემადგენელი ნაწილია და სხვანაირად არ შეიძლება. პირადად მე პელესაც და მარადონასაც დი სტეფანო, პუშკაში, პლატინი, ბეკენბაუერი, ზიდანი და ბაჯო მირჩევნია. თუმცა იმდენი ობიექტურობა მყოფნის, რომ ვაღიარო მათი სიდიადე, მაგრამ ჩემთვის დიდი სხვაობა არ არის ამ ფეხბურთელებს შორის და ჩემი უფლებაა რჩეული ავირჩიო. განა რამე სჯობია პუშკაშის გადავარცხნილ თმებსა და დახვეწილობას? თუ დი სტეფანოს სიცბიერე და არანაკლებ რთული გზაა რამით ნაკლები? ან იქნებ კაიზერ ფრანცი, ფეხბურთის კლინტ ისტვუდი არ არის დასაფასებელი? ვინ სჯობდა მიშელ პლატინის დახვეწილი, ტონკი ფეხბურთით? რობი ბაჯოს არამქვეყნიური თამაში? ან ზიზუ, ტექნიკით, გადამწყვეტი გოლებით… მე არც ტლუ პელე მიყვარს და არც არამქვეყნიურად მაგარი, მაგრამ დაქნეული მარადონა. ჩემი ლოთი მანე გარინჩა მირჩევნია ორივეს. რომ არაფერი ვთქვათ უგენიალურეს ჯორჯ ბესტზე თუმცა როგორც გითხარით მცირედი ობიექტურობა მაინც უნდა შევინარჩუნოთ ხოლმე.
დღეს და ბოლო წლებში აქტუალურია კითხვა მესი თუ რონალდუ? დავიწყოთ იმით, რომ როცა სეზონნახევრიან რონალდინიოს უკვე ზიდანზე წინ აყენებდნენ და მარადონას უტოლებდნენ, გულიანად ვიცინოდი. ახლაც ამ აზრზე ვარ, ჯერ ადრეა საუბარი მესისა და რონალდუს სიადიადეზე, მათ ბევრი აქვთ წინ და დროს უნდა გაუძლონ. თან ჭეშმარიტად დიდი ფეხბურთელის გამოვლენისას რაღაც კრიტერიუმები ხომ არსებობს? პორტუგალია კიდევ ხო და კაცი როცა არგენტინის ნაკრების ფეხბურთელი ხარ და მსოფლიოს ჩემპიონატზე ვერაფერს იზამ, გოლსაც რომ ვერ გაიტან, ჯერ ძალიან ადრეა შენს სიდიადეზე საუბარი… არ მინდა ახლა რიჟა ბაზარი მწვრთნელმა იქ დააყენა და აქ დააყენა, სადაც არ უნდა დაგაყენოს, მეტი უნდა გააკეთო, რადგან შენ ხარ ,სვაბოდნი ხუდოჟნიკი’, მაშინაც კი, როცა შენი მწვრთნელი, შენთვის ღმერთი მარადონაა.
ნაკრების პოტენციალიდან გამომდინარე, ცოტა ნაკლები მოეთხოვება რონალდუს, მაგრამ ის რაც მან მსოფლიოზე გააკეთა, არანაკლებ საკრიტიკოა. თითქოს არ უნდოდა თამაში. რუსის ნაშას ხერხავდა თუ უხასიათოდ იყო, ეს ჩვენ არ გვაინტერესებს. ფაქტია ჩააგდო მუნდიალი კრიშტიმ.
ოქროს ბურთი, რომელიც ბოლო წლებში ცოტა გაპაპსავებული იყო, მაგრამ მაინც დიდი ძალა ჰქონდა სანამ ფიფას სისულელეს შეურეთდებოდა, ორივემ მოიგო. რონალდუმ ეს პირველმა მოახერხა და მომკალით და უფრო დამსახურებული იყო მისი ეს ჯილდო, ვიდრე მესის, მიუხედავად, რომ კონკურენცია რონალდუს წელს უფრო დიდი იყო(სწორედ ამაშია საქმე ).
ვისაც არ უნდა ვქომაგობდეთ, ვიყოთ ბოლომდე გულწრფელები და ვაღიაროთ, რომ უშუალოდ ბუნებრივი ნიჭი და წმინდა ტექნიკური დახვეწილობა მესის უფრო შთამბეჭდავი აქვს(იტალიური სისხლი ურევია მაინც ). ადგილზე შეუძლია 4 კაცი მოატყუოს, თავისი პატარა ფეხი არამქვეყნიურად ნაზად მოუსვას ბურთს და საოცარი ტრაექტორია მისცეს. პორტუგალიელის პლუსები სხვა რამეშია, სწრაფია, ფიზიკურად უფრო ძლიერია, დრიბლინგი არანაკლები აქვს და სახასიათო ფინტებით გამოირჩევა.
მიუხედავად იმისა, რომ ფიზიკურად სუსტია და ტანჩიაა, თავით თუ საშუალება მიეცა მესი არასდროს დაგაღალატებს. თუმცა თავით რონალდუ უფრო მკვლელია. როგორც ასეთი ჯარიმების ოსტატად მე არცერთი მიმაჩნია, მაგრამ რონალდუმ უკეთ ისწავლა და ძალიან სახიფათოც გახდა. პასი მესისი სჯობია, დახვეწილობით, დარტყმა რონალდუსი მირჩევნია. ერთი სიტყვით, ძალიან თანაბარი სიტუაციაა პირადად ჩემი აზრით, მაგრამ მაინც ბრმა უნდა იყო, რომ სიტონკით მესის უპირატესობა ვერ დაინახო.
მაგრამ… აქ არის ერთი დიდი მაგრამ. სიტყვაზე დენის ბერხკამპზე დახვეწილი ფეხბურთელი ბევრი იყო? არა, მაგრამ მიუხედავად დიდი სიყვარულისა, დენისა ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელია? კიდევ ერთხელ – არა. ჩვენი გიო ქინქლაძე, ტექნიკით, ნიჭითა და დახვეწილობით ძალიან ბევრ დიდ ვარსკვლავს სჯობდა, მაგრამ ერთ ადგილზე დარჩა და ყველამ კარგად ვიცით რატომ.
მივედით, მთავართან – ხასიათი. ხასიათი რამდენიმე კუთხით შეგვიძლია გავიგოთ. ოღონდ რაც არ უნდა ვიგულისხმოთ ხასიათში, იმაში შევთანხმდეთ, რომ გურჯული ფრაზა – რაში მაინტერესებს როგორია, მთავარია ფეხბურთი ითამაშოს კარგად – არ გვინდა. უნდა გაინტერესებდეს, რადგან ხასიათი ყოველთვის განაპირობებს ფეხბურთელის თამაშს, რაღაც დოზით მაინც. ზოგს ხულიგნობა და აგრესია უხდება, ზოგს კი ღუპავს. ზოგს სიდინჯე და სიმშვიდე უხდება, ზოგს კი ღუპავს…
ვიღაცეებს(გურჯებს ახასიათებთ ასეთი მარაზმები) რონალდუ იმიტომ არ უყვართ, რომ თურმე ,პიჟონია’. მოდი ჯერ რომელიმე იყოს მისნაირი ,პიჟონი’ და მერე, გააკრიტიკოს. ისინი ბექჰემსაც მანეკენს ეძახდნენ, კაცს რომელსაც არაადამიანური პასი ჰქონდა და ბოლო ათწლეულებში უნიჭო ინგლისს მასზე ,კლასნი’ მოთამაშე არ ჰყოლია. გურჯებმა ვერ გაიგეს, რომ თუ ადამიანს უხდება ,პიჟონობა’, მარიაჟობა და პრანჭვა, პირიქით, ეს კარგიცაა და ეს სიტყვები მაინცდამაინც ცუდს არ ნიშნავს არა, გინდა თუ არა იბოღმებიან და ითხოვენ, რომ ყველა კანტონასნაირად აწეული საყელოთი გავიდეს მინდორზე და წიხლები იქნიოს ან რუნისნაირად დაღმეჭილი სიფათით ითამაშოს, მეტოქეებს ფეხებშუა აბიჯოს და დედა იგინოს ან როი კინივით ძალით დააშავოს მეტოქეები ან გატუზოსავით იცხოველოს. არა ჩემო ძვირფასო გურჯებო, თქვენ ისევ ცდებით, ასე არ არის ეს ცხოვრება, რო განათდება ეგებ გაიგოთ. უხდება ეს პიჟონობა ამ რონალდუს და ნუ შეე^ით.
არანაირად არ მოუხდებოდა მარიაჟობა მესის, არ ზის მის ბუნებაში და ამის გამო, ძალიან სიმპათიით ვარ ამ ფეხბურთელისადმი, მაგრამ თქვენ არ გესმით, რომ ეს მისი ერთ-ერთი მთავარი პრობლემაა მარიაჟობა და მცირე ვარსკვვლავური დაავადება ხშირად სასარგებლოც კია ფეხბურთელისთვის, რადგან ეს მას ქარიზმას სძენს, ქარიზმის გარეშე კი ჭეშმარიტად დიადი ვერ გახდები, რაც არ უნდა ტექნიკური ფორა გქონდეს…
საქმე ის არის, რომ მესის ხასიათი, მისი პლუსიც არის და მინუსიც. ერთადერთი რაც ამ მოთამაშეს აკლია ქარიზმაა. ოღონდ, ეს ერთადერთი ,ცოტა’ არ გეგონოთ ფეხბურთელის წარმატებულ კარიერაში 40% მაინც ქარიზმის წყალობაა, ვისაც ასე არ ჰგონია, გაიზრდება და მიხვდება. ამიტომ, მე აქედანვე გაძლევთ იმის გარანტიას, რომ მესი მარადონა ვერასდროს გახდება, რადგან იმის მეათედი ქარიზმაც არ აქვს. ხოლო თუ ოდესმე მოეშვებიან ყველას მარადონასთან შედარებას, მაშინ ეშველება არგენტინას
ამით მე იმას არ ვამბობ, რომ უკვე დიდი ფეხბურთელი ლიონელ მესი, ჭეშმარიტად დიადი ვერასდროს გახდება… ვაცალოთ და ვნახოთ, მთავარი გამოცდა მას ალბათ მაშინ ექნება, როცა წესით კარიერის პიკში უნდა იყოს, თუ არ ვცდები, 27 წლის ასაკში უწევს ბრაზილიაში მსოფლიოს ჩემპიონატზე ჩასვლა… ხვდებით რამხელა ამბავია? თუ ნაკრებში რამეს არ იზამს მნიშვნელოვანს, უნდა დაივიწყოს რუნების დატოლება, ისედაც არამგონია დიდი უეინი ჰქონდეს… მარტო მარადონას გოლების ნახვა და ხეტაფესთან მათი გამეორების მცდელობა(ხელით რო გაიტანა სამარცხვინო იყო), არ უშველის.
რასაც უგებს არსენალით რონალდუს, ორ იმდენს ქარიზმაში აგებს და ეს მნიშვნელოვანია. ოღონდ, ამით არც იმას ვამბობ, რომ კრიშტიანუ რონალდუ მესის ჯობია. არა, რა სისულელეა, მაგრამ მესისაც გადაჭრით წინ ვერ დავაყენებდი. ამ ყველაფერს დრო გვაჩვენებს, სტაბილურობა და სხვადასხვა კრიტერიუმები ბევრს ნიშნავს ძალიან. ისიც ნუ დაგვავიწყდება, რომ რონალდუ უფრო მეტ პოზიციაზე თამაშობს ერთობლივი წარმატებით და ვნახოთ როგორ გააგრძელებს კრიშტიანა, გადაახტება თუ არა საკუთარ თავს, რაც ძნელი იქნება…
ერთხელ რონალდუ საკუთარ თავს უკვე გადაახტა. მადეირელი ღარიბი ბიჭი, გაცვეთილი ბურთით ტალახში თამაშობდა და დღეს ერთ-ერთიო ყველაზე აღიარებული, ძვირადღირებული და გამორჩეული ადმიანია. თქვენ კი ამ ბიჭს, რომელსაც უღარიბესი და ურთულესი გზა ჰქონდა და თავისი ნიჭით მიაღწია ყველაფერს, ეუბნებით რომ სარკის წინ თმა არ დაიყენოს? მით უმეტეს როცა უხდება? ძალიან სხვაგან ხართ მეგობრებო და ძალიან ცდებით. ამ უტვინო ბიჭის ძალა, სწორედ ამ ქარიზმაში და ,პიჟონობაშია’ პირველ რიგში.
მესი აბსოლუტურად სხვაა, მას რაც ბუნებრივად მოსდგამს იმას მიჰყვება ბოლომდე. ბავშვობიდან თბილად გაიზარდა ბარსელონას ინკუბატორში და ცოტა შეზღუდულიცაა ხასიათის მხრივ. დინჯი და არა რონალდოს სტილის, მაგრამ ასევე კაი ტიპია. ოღონდ ეს სიდინჯე და თბილი ბავშვობა ცოტა ზედმეტი ხომ არ მოსდის? დიდი ეჭვი მაქვს რომ კი. რას ვიზამთ, მესის ხასიათს აწი ვეღარ შვეცვლით და ვნახოთ ამ თავისი მართლაც საოცარი ნიჭით თუ გაქაჩავს ბოლომდე.
ერთი ფაქტორიცაა, რონალდუმ მათხოვარი მანჩესტერი ათრია(არ დამიწყოთ ახლა რუნიც იყო, და სისულელეები, იმ გუნდში მთავარი კრიშტიანა გახლდათ). ახლა ბოლო წლებში დათარსულ რეალშიც ბრწყინავს(მადლობა მეროე გენისოსს – ჟოზეს). MU-ში განსაკუთრებით, ისეთი ოსტატები არ ჰყოლია გვერდზე, როგორებიც ისევ სითბოში მყოფ მესის ჰყავდა ბარსაში… თქვენ დაიგინებით, რომ მესი ბარსას გარდა სადმე სხვაგან ისეთივე ფეხბურთს ითამაშებს? მე ვერა… თუმცა ეს მესის არ აკნინებს, უბრალოდ რაღაც ფაქტორს უსვამს ხაზს.
ისიც ვთქვათ, რომ მესი ცოტა უფრო მეტად გუნდური მოთამაშეა, ნუ ეს მისი საყვარელი გუნდისგანაც გამომდინარეობს. რონალდუ კი უფრო ნაგლი და თამაშის ,საკუთარ თავზე ამღებია’. გარანტიას გაძლევთ, რომ ჰარმონიულობითა და დახვეწილობით რონალდუ ვერასდროს აჯობებს მესის. თუმცა იმის გარანტიას ვერ მოგცემთ, რომ რონალდუ ვერასდროს ვერ გახდება ჯამში მესიზე დიდი მოთამაშე ამას დრო გვიჩვენებს.
და სიმულანტობაზე და სისულელებზე საუბარი არ გვინდა. ჯერ ერთი სამხრეთელი ხალხის სისხლში ზის ეს და ვერ შევცვლით ამ ფაქტს. მერე მეორე პორტუგალიელები ამის პირველი ოსტატები არიან, მაგრამ რონალდუს მაინც ზედმეტს აბრალებენ, მერწმუნეთ. მესამე, გინდა არ გინდა ფეხბურთის შემადგენელი ნაწილია – რონალდუ მგელია, მესი ცხვარი, ვისი სჯობია, ცალკე თემაა. მეოთხე, მესი კი არის ცხვარი, მაგრამ სიმულანტობის ამბავში მთლად მამა აბრამის ბატკანი არ გახლავთ(აქაც ეს იტალიური სისიხლი ან იტალია და არგენტინა რამ გაყო, მაგ საკითხშიც) და საერთოდ სიმულანტობა ბოლო დროს ბარსაში რომ იციან, ვითომ უწმინდეს და უნეტარეს გუნდში, ეგეთი უნდა :სარწყავი სისტემა:
ერთი სიტყვით, ვაღიარებ მესის დახვეწილ უპირატესობას და დიდ პატივს ვცემ ამ ფეხბურთელს, სულ სიმპათიით ვიყავი, იქიდან მოყოლებული როცა მთლად ლაწირაკივე სჯობა ვიღაცეების მიერ უკვე მარადონასთან გატოლებულ რონალდინიოს. თუმცა გულითა და ქარიზმით რონალდუსკენ ვარ. წინ დიდი დროა...
 

კატეგორია: ესპანეთი | ნანახია: 969 | დაამატა: LiverPooLa | რეიტინგი: 3.0/2
სულ კომენტარები: 8
0  
8 LiverPooLa   (19.01.2011 17:28) [Entry]
nu sheecit ra am ronaldus :D :D
bicho statiashi rom miweria mainc ronaldu jobia ar damijerot:D gatyuilebt:D :D
prosta statias muhami miveci:D:D:D

რომელ გუნდს გულშემატკივრობთ
სულ პასუხები: 176
ძებნა
შესვლის ფორმა
ჩანაწერების არქივი
500
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
მთვლელები
web site analyser
რეკლამა
Block content
რეკლამა
Block content
რეკლამა